სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
  2. შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
  3. ყაზახეთი ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსას მიმართულებებს განიხილავს
  4. უკრაინელებმა რუსეთის ქალაქ ტობოლსკში ქიმიური ქარხანა დაბომბეს.
  5. კრემლმა რეგიონებს, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად, წლის ბოლომდე კონტრაქტით 409 ათასი სამხედრო მოსამსახურის აყვანა დაავალა
  6. საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
  7. ოდესაში რუსების სარაკეტო იერიშის შემდეგ სულ მცირე 8 ადამიანია დაშავებული
  8. უკრაინა თურქეთისგან ამერიკული წარმოების 70 ATACMS-ის ტიპის რაკეტას, 12 M270 სარაკეტო სისტემას, საბრძოლო მასალასა და 47 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს
ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა - ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს
ბიზნესი

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა - ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

ახალი თიბისი ბარათით, რომელიც 1 წლის წინ, მომხმარებელთა ყოველდღიურობის გასამარტივებლად შეიქმნა, უკვე 1 მილიონი მომხმარებელი სარგებლობს, რაც მას საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებად ყოველდღიურ საბანკო ბარათად აქცევს.

მომხმარებლებისთვის ბარათის მთავარი უპირატესობები- მოქნილი ციფრული გამოცდილება, პროდუქტის მარტივი გამოყენებადობა და მომენტალური ქეშბექია, რაც ყოველდღიური ბანკინგის ახალ სტანდარტად იქცა. 

„ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც მომხმარებლის რეალურ საჭიროებებს მოერგებოდა და ყოველდღიურობას გაუმარტივებდა. ერთ წელიწადში მილიონმა მომხმარებელმაც ნათლად დაგვანახა, რომ ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რეალური სარგებელია- მარტივი, გამჭვირვალე და კომფორტული ციფრული გამოცდილებით “, - ეკა სანაძე, თიბისის საბარათე ბიზნესის ხელმძღვანელი.

რეალური დანაზოგი, რომელიც დროთა განმავლობაში გროვდება

მომხმარებელთა ეს რიცხვი ასევე ნიშნავს, რომ 1 მილიონზე მეტი ადამიანი აქტიურად არის ჩართული თიბისის ერთგულების პროგრამაში - სისტემაში, რომელიც დაფუძნებულია ყოველდღიურ გადახდებზე და რეალურ, ხელშესახებ დანაზოგზე.

ახალი თიბისი ბარათის მომხმარებლები ყოველდღიურად აგროვებენ თანხას - ბარათით ყოველი გადახდის, შერჩეულ კატეგორიებში მეტის დაგროვებისა თუ მათზე მორგებული მუდმივად მრავალფეროვანი შეთავაზებების საშუალებით.  

 ბარათის უპირატესობები ასევე მოიცავს:

  • წვდომას ასობით განსაკუთრებული შეთავაზებაზე, რომელიც მუდმივად ახლდება;
  • ქეშბექის მომენტალურ დაბრუნებას ერთგულ ყულაბაში და მის მარტივ, შეუზღუდავ გამოყენებას;
  • უფასო განაღდებას საქართველოში ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან ლარში, ლიმიტის ფარგლებში;
  • მობაილბანკიდან კომუნალურ გადახდებს საკომისიოს გარეშე, უფასო გადარიცხვასა და სხვა შეღავათებს.

 

რაც ყველაზე მთავარია, ახალი თიბისი ბარათი არის სრულიად უფასო

თიბისი ბარათის აღება 25 წამში, მობაილბანკიდან არის შესაძლებელი, გამოყენება კი მომენტალურად, ციფრულ საფულეში დამატებისთანავე.

ახალი თიბისი ბარათის გაუმჯობესებული პირობებით სარგებლობა - სამმაგი დაგროვება, სამოგზაურო უპირატესობები და სხვა, თიბისის კონცეპტ და კონცეპტ 360 ბარათებითაა შესაძლებელი.