სტატია
  1. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  2. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  3. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  4. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  5. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  6. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  7. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  8. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
"ანდერძთან დაკავშირებით მე გეტყვით..."
საზოგადოება

"ანდერძთან დაკავშირებით მე გეტყვით..."

"ანდერძთან დაკავშირებით მე გეტყვით - პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 ნოემბერს პატრიარქმა გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პირველი კომენტარის გასაკეთებლად ტელევიზიაში როდესაც მივდიოდი, პატრიარქმა დამსვა და ამიხსნა, რა უნდა მელაპარაკა. რომ მესაუბრებოდა, ვერ ვუყურებდი, ისე მედო ფურცელი და ვიწერდი მის ნალაპარაკებს, ეს ფურცელი შენახული მაქვს დღესაც. მან თქვა ასეთი რამ - აი რომ არის მითქმა-მოთქმა, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძში.

მაშინ გახსოვთ, რომ ძალიან უხერხული თემები წამოვიდა, რომ თითქოს ქამარზე კიდია გასაღები და ა.შ. ეს სიტყვები მითხრა, ასე რომ ამბობენ, რომ ქამარზე კიდია გასაღებიო, თუ აქ არის თუ იქ არისო, ეხლაო, მაგით რომ არ დაინტერესდნენო, რაც უნდა ეწეროს მაგ ანდერძშიო, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლა, რომ აღარ ჰქონდეთ ამაზე ბჭობა, ეს წერია ანდერძში, თუ ის წერიაო...

ამიტომ, უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით 9 წლის წინ, ეს არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის მისი ანდერძი. [სინოდის შეკრებაზე] ჯერ არაფერი თქმულა, ჯერ სამგლოვიარო განწყობაა" - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან.