გამოცემა The Independent-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თანამდებობის დატოვებას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვისა და ტრამპის სკანდალური პოლიტიკისგან დისტანცირების მიზნით გეგმავს.
რუბიოს მოკავშირის განცხადებით: „მისთვის ადმინისტრაციიდან წასვლა სრულიად ლოგიკური ნაბიჯია. ამ მომენტისთვის რუბიო რესპუბლიკელთა მთავარი პოტენციური კანდიდატია და ვენსს უსწრებს. თუმცა, იგი ვერ აწარმოებს კამპანიას, სანამ სახელმწიფო მდივანია, ხოლო ამ ადმინისტრაციასთან ასოცირება მის პერსპექტივებს მხოლოდ დააზიანებს“.