სტატია
  1. „თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  2. თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
  3. მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  4. "ამ სამხედრო ჩართულობის დასრულებისას, ამერიკელი ხალხი და მთელი მსოფლიო ბევრად უფრო უსაფრთხოდ და დაცულად იქნებიან"
  5. თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა
  6. მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
  7. "მე შევხვდი უკრაინელ დრონის ოპერატორს რომელმაც 800 რუსი მოკლა და არასდროს ყოფილა ფრონტის წინა ხაზზე"
  8. მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
"ამ დროისთვის, დღევანდელი დღის განმავლობაში, არ ყოფილა მასირებული თავდასხმები, სარაკეტო თუ საავიაციო დარტყმები"
სოც. მედია

"ამ დროისთვის, დღევანდელი დღის განმავლობაში, არ ყოფილა მასირებული თავდასხმები, სარაკეტო თუ საავიაციო დარტყმები"

"სასიამოვნოა, რომ ამ დროისთვის, დღევანდელი დღის განმავლობაში, არ ყოფილა მასირებული თავდასხმები, სარაკეტო თუ საავიაციო დარტყმები. თუმცა, ფრონტისპირა რაიონებში, ფრონტთან ახლოს მდებარე თემებში სიმშვიდე არ ყოფილა. რუსები აგრძელებენ შტურმს იმ მიმართულებებზე, რომლებიც მათთვის საკვანძოა. არის დაბომბვები, ფრონტზე იყო სხვადასხვა ტიპის დრონების დარტყმები. გუშინდელი და დღევანდელი დღის განმავლობაში უკვე დაფიქსირდა 150-ზე მეტი საიერიშო მოქმედება, ასზე მეტი დაბომბვა და კიდევ თითქმის 10 ათასი დარტყმა კამიკაძე დრონებით. ანუ, რუსული არმია ფრონტზე სიმშვიდეს არ იცავს და ამას განსაკუთრებითაც არ ცდილობს. ჩვენი ყველა უკრაინული ქვედანაყოფი მოქმედებს სარკისებურად და იცავს ჩვენს პოზიციებს ზუსტად ისე, როგორც საჭიროა.

გუშინ და დღეს უკრაინა თავს იკავებდა შორი მანძილის მოქმედებებისგან, რუსეთის მხრიდან მასირებული თავდასხმების არარსებობის საპასუხოდ. ჩვენ მომავალშიც ზუსტად ასე, სარკისებურად ვუპასუხებთ, თუ რუსები გადაწყვეტენ სრულფასოვან ომს დაუბრუნდნენ, ჩვენი სანქციები ამის გამო იქნება დაუყოვნებლივი და საგრძნობი. ამასთან, მანძილს უკვე სულ უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ეს ჩვენი შორი მანძილის დარტყმების შესაძლებლობით უკვე ვაჩვენეთ. უკრაინა ამ საკითხში ყოველთვის მკაფიოდ და პატიოსნად იქცევა" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.