სტატია
  1. „თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს - Black Friday-ს კვირეული დაიწყო
  2. თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა
  3. დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად
  4. „თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
  5. 1-ელი დეკემბრიდან ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა - მოემზადე რეგულაციისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  6. თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა ახალი სასწავლო შენობა გახსნა
  7. PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
  8. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 150 სამხედრო დაკარგა
გერმანია უკრაინისთვის 50 000 მოიერიშე დრონის შეძენას დააფინანსებს
მსოფლიო

გერმანია უკრაინისთვის 50 000 მოიერიშე დრონის შეძენას დააფინანსებს

გერმანია უკრაინისთვის 50 000 მოიერიშე დრონის შეძენას დააფინანსებს. ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი საკითხთან დაკავშირებულ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ გერმანია უკრაინისთვის Shrike-ის დრონებს შეისყიდის.

მედიის ცნობით, ის აღჭურვილია აშშ-ის თავდაცვის ტექნოლოგიების ფირმის, Auterion-ის პროგრამული უზრუნველყოფით. Auterion-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლორენც მეიერმა კონტრაქტის მოცულობა დაადასტურა და აღნიშნა, რომ მისი ღირებულება დაახლოებით 90 მილიონი ევროა.