სტატია
  1. ყაზახეთის პრეზიდენტმა კაცების ჩახუტება გააკრიტიკა და მათ მოუწოდა, მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლონ
  2. რუსი სამხედროები მობილიზაციისთვის მზადების წვრთნებს ატარებენ
  3. უკრაინა-რუსეთის ომი წლები გაგრძელდება, პუტინი ფსონს ჩამოდის, რომ რუსეთი უკრაინაზე დიდხანს გაძლებს
  4. თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
  5. ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
  6. საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება - თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
  7. მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  8. თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ბიზნესი

სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

თიბისის მობაილბანკშისაგანძურის მარათონმასტარტიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია. თამაშის დაწყებიდან ათ დღეში, ბარათიშვილების, ხარჯიანების, დოვლათებისა და ანაბარიძეების საგვარეულოებს უკვე 200 000-მდე მოთამაშე შეუერთდა. მონეტების, ლიდერბორდებისა და ფულადი პრიზებისთვის ბრძოლა აქტიურად გრძელდება.

ამ ეტაპზე, უკვე 40 გამარჯვებული დაჯილდოვდა - 36-მა მონაწილემ დღის ლიდერის პრიზი დაიმსახურა; ხოლო თითო საგვარეულოდან 4 კვირის ლიდერი გამოვლინდა და 2000–2000 ლარით დასაჩუქრდა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია.

თუ ჯერ კიდევ არ ჩართულხარსაგანძურის მარათონში“, თამაშის დაწყება ნებისმიერ დროს შეგიძლია. მარათონი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება; ხოლო დღის, კვირისა და თვის ლიდერბორდები ყოველ ახალ პერიოდთან ერთად ახლდება; რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მონაწილეს თანაბარი შესაძლებლობა აქვს, ფულადი პრიზებისთვის იბრძოლოს.

მთავარია, არ დაგავიწყდეს - ყველა დაგროვილი მონეტა მხოლოდ პირად წარმატებას არ ემსახურება. თითოეული მათგანი საგვარეულოს საერთო შედეგსაც ემატება და ზრდის შანსს, რომ სწორედ შენი გუნდი გადავიდეს ფინალში და მთავარი საპრიზო ფონდისთვის იბრძოლოს.

საგანძურის მარათონისენერგიამ მობაილბანკიდან რეალურ სივრცეშიც გადაინაცვლა. წელს, Tbilisi Open Air-ზე სტუმრებსსაგანძურის მარათონისსპეციალური კუთხე დახვდათ, სადაც დღის მისიის შესრულების შემდეგ, ბრენდირებულ საჩუქრებს იღებდნენ. ასე რომ, მარათონი ციფრულ სივრცეს გასცდა და ფესტივალის გამოცდილების საინტერესო ნაწილიც გახდა.

წინ კიდევ ბევრი მისია, ყოველდღიური და ყოველკვირეული გამარჯვებული და უამრავი მონეტაა. გახსენი თიბისის მობაილბანკი, შეუერთდი შენს საგვარეულოს და გაარკვიე, ვინ მიაღწევს საგანძურამდე პირველი.