სტატია
  1. „თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  2. თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
  3. მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  4. "ამ სამხედრო ჩართულობის დასრულებისას, ამერიკელი ხალხი და მთელი მსოფლიო ბევრად უფრო უსაფრთხოდ და დაცულად იქნებიან"
  5. თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა
  6. მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
  7. "მე შევხვდი უკრაინელ დრონის ოპერატორს რომელმაც 800 რუსი მოკლა და არასდროს ყოფილა ფრონტის წინა ხაზზე"
  8. მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
„370 მილიონი ევრო 1 165 500 000 ლარია... ეს თანხა დააკარგვინეს საქართველოს და ხალხს“
სოც. მედია

„370 მილიონი ევრო 1 165 500 000 ლარია... ეს თანხა დააკარგვინეს საქართველოს და ხალხს“

იურისტი და ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გერმანიის ელჩის განცხადებას. პეტერ ფიშერმა „ანალიტიკა“-სთან ინტერვიუში თქვა, რომ გერმანიამ საქართველოში 370 მილიონი ევროს ღირებულების პროექტების დაფინანსება შეაჩერა მას შემდეგ, რას ქართულმა ოცნებამ ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან გადაუხვია.

„370 მილიონი ევრო 1 165 500 000 ლარია. ეს არის განათლების სამინისტროს 2026 წლის ბიუჯეტის თითქმის ნახევარი, 3.5-ჯერ აღემატება კულტურის სამინისტროს ბიუჯეტს, 3.5-ჯერ სპორტის სამინისტროს ბიუჯეტს, 22. 5 მილიონით მეტია ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტზე, ბევრად მეტია, ვიდრე გარემოსა და სოფლის მეურნეობის, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროების ბიუჯეტი...

307 500 000 ათასი ლარით ჩამორჩება შს სამინისტროს 2026 წლის ბიუჯეტს, ხოლო 634 500 000 ლარით, თავდაცვის სამინისტროს 2026 წლის ბიუჯეტს...

ეს თანხა დააკარგვინეს საქართველოს და ხალხს.“, - წერს გიორგი კაპანაძე.