სტატია
  1. RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
  2. ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
  3. "უკრაინელი სამხედროები ასევე მონაწილეობენ კონსულტაციებში იმის თაობაზე, თუ როგორ იფუნქციონირებს შემდგომში ჰორმუზის სრუტე"
  4. "მე ვთანხმდები ირანის დაბომბვისა და თავდასხმის შეჩერებას ორი კვირის ვადით. ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა!"
  5. ირანმა ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა - დოკუმენტს ბრიტანული BBC ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს
  6. მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
  7. "ჩვენ წარმოვჩინდებით, როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი. საქართველო თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს..."
  8. "Artemis II-ის ეკიპაჟის მიერ გადაღებული ეს ახალი ფოტო გვიჩვენებს მთვარის ხილული და უხილავი მხარეების კომბინირებულ ხედს"
Zeekr 9X – „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარს მალე ახალ მოდელს წარუდგენს
ბიზნესი

Zeekr 9X – „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარს მალე ახალ მოდელს წარუდგენს

უსაფრთხოება, კომფორტი და ინოვაცია ერთ ავტომობილში - ეს Zeekr 9X-ია, ბრენდის ისტორიაში პირველი Plug-in Hybrid მოდელი. სრული ზომის SUV- საქართველოში სულ მალე ზიკერ ცენტრი თეგეტა წარადგენს.

2.0 ლიტრიანი ტურბო და ელექტროძრავით აღჭურვილი Zeekr 9X-ის სიმძლავრე 1 400-მდე ცხენის ძალას აღწევს, რაც 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 3.1 წამში უზრუნველყოფს. ერთი დამუხტვით კი ავტომობილს 380 კილომეტრის გავლა შეუძლია.

გიორგი შაქარაშვილი, „ზიკერ ცენტრი თეგეტასკომერციული დირექტორი: „Zeekr 9X ჰიბრიდულ ტექნოლოგიას კომფორტთან, უსაფრთხოებასა და მიმზიდველ დიზაინთან აერთიანებს. ახალი მოდელი არა მხოლოდ ტექნიკური ინოვაციებითაა გამორჩეული, არამედ მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს ერგება. დიდი სივრცით, პერსონალიზებული კონფიგურაციებითა და უმაღლესი დონის უსაფრთხოებით ეს ავტომობილი ახალ სტანდარტს ქმნის.

სრული ზომის SUV საქართველოში ძალიან პოპულარული სეგმენტია. ამიტომ, ვფიქრობთ, Zeekr-ის ახალი მოდელი ქართული ბაზრისთვის საკმაოდ საინტერესო იქნება და მომხმარებლის ყურადღებას მარტივად მიიპყრობს. წლის ბოლოს ახალი მოდელის საქართველოში წარდგენა კი ბრენდის პოზიციას ადგილობრივ ბაზარზე კიდევ უფრო გაამყარებს“.

ახალ Zeekr 9X 900-ვოლტიანი ჰიბრიდული სისტემით არის წარმოდგენილი და მისი ბატარეა 20-დან 80 პროცენტამდე მხოლოდ 9 წუთში იმუხტება, რაც კომფორტულ და უწყვეტ მგზავრობას უზრუნველყოფს. თუმცა, ტექნიკური მაჩვენებლების მიღმა, გამორჩეულია ახალი მოდელის ინტერიერიცა და ექსტერიერიც.

მოდელის ვიზუალური მიმზიდველობა მართლაც თვალსაჩინოა - დახვეწილი ექსტერიერი, რომელიც ლუქს კლასის ელემენტებს აერთიანებს, ავტომობილს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს, ინტერიერი კი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. სხვა არაერთ მნიშვნელოვან ფუნქციასთან ერთად, 9X-ის 47-დიუმიანი Head-Up Display მძღოლს ყველა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფს.

გამორჩეულია ამ მოდელის უსაფრთხოების სისტემაც - გვერდითი შეჯახების შემთხვევაში ავტომობილი ავტომატურად გადაიხრება საპირისპირო მხარეს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დარტყმის ზიანს ავტომობილსა და მგზავრებზე“, - აღნიშნავს გიორგი შაქარაშვილი.

ახალი მოდელის მიმართ ინტერესი დიდია - მსოფლიო პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც მიმდინარე წლის 29 აგვისტოს გაიმართა, ბრენდმა მხოლოდ ჩინეთის მასშტაბით ერთ საათში 45 000-ზე მეტი შეკვეთა მიიღო.

ზიკერ ცენტრი თეგეტაშიწინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია. პირველი საჩვენებელი მოდელები შოურუმში წლის ბოლომდე იქნება წარმოდგენილი და მსურველები ტესტ-დრაივის დაჯავშნასაც შეძლებენ.

პრემიუმ კლასის ავტომობილი სამი კომპლექტაციით იქნება ხელმისაწვდომი, სადაც მომხმარებელი თავად შეძლებს პერსონალური კონფიგურაციის შექმნასფუნქციების შედგენას სურვილის მიხედვით. პრემიუმ კლასის ავტომობილის ღირებულება 85 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტიდან დაიწყება ლარში.

--

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ზიკერ ცენტრი თეგეტა ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. ის ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის Zeekr-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Zeekr არის სრულად ელექტრული პრემიუმ ბრენდი, რომელიც ხელს უწყობს ელექტრომიმართულების განვითარებას საავტომობილო სფეროში და დაფუძნებულია ნულოვანი გამონაბოლქვის იდეაზე.