სტატია
  1. "მეგობრებო "ლელოდან" შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა, ნუთუ თქვენმა საკუთარმა გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ?"
  2. "ეუთო და ასევე მოსკოვის მექანიზმი სწორ შედეგებს გამოიღებს"
  3. "ვიწყებთ აქტიურ კოორდინაციას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან" - ოპოზიციის ალიანსის განცხადება
  4. თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, გზავნილების მორიგ სააღდგომო გათამაშებას გთავაზობთ
  5. საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
  6. "ირანის რეჟიმმა უნდა აგოს პასუხი ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა ირანელი ხალხისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ"
  7. "თუ ირანზე თავდასხმები გაგრძელდება და ირანი თავის მხრივ, მეზობელ ქვეყნებს დაარტყამს, სიტუაცია შესაძლოა სრულიად უმართავი გახდეს"
  8. "შეწყვიტეთ ცეცხლი! გაიხსნას გზები დიალოგისთვის. ძალადობას არასოდეს მივყავართ იმ სამართლიანობამდე"
"ვიწყებთ აქტიურ კოორდინაციას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან" - ოპოზიციის ალიანსის განცხადება
საზოგადოება

"ვიწყებთ აქტიურ კოორდინაციას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან" - ოპოზიციის ალიანსის განცხადება

"იმისთვის, რომ მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში ჩაწერილი ინიციატივები მოქმედებაში მოვიდეს, ოპოზიციის ალიანსი 4 ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ საუბრობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მომავალი 1 თვის განმავლობაში იმუშავებენ საერთაშორისო პარტნიორებთან რათა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:

კონკრეტული მითითება ანგარიშში, რომ გაეროს უმაღლესი წარმომადგენელი ადამიანის უფლებებში, უნდა დაინტერესდეს საქართველოში არსებული რეალობით და ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს და ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ კოორდინაციას გაეროს უმაღლეს წარმომადგენელთან, მათ შორის, საქართველოში მათი წარმომადგენლების მეშვეობითაც გავაკეთებთ ამას, იმისთვის, რომ მან განახორციელოს საკუთარი მანდატი. გაეროს უმაღლეს წარმომადგენელს ადამიანის უფლებებში აქვს ადგილზე ვითარების ინსპექციის უფლებამოსილება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს მომავალი 1 თვის განმავლობაში იმისთვის, რომ მან ეს მანდატი განახორციელოს.

ქიმიური იარაღის პრევენციის ორგანიზაცია და მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში არსებული კონკრეტული მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ამ ორგანიზაციასთან ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით.

კარგად ვიცით, რომ ის ხალხი, რომლებმაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა ამ თანამშრომლობაში არ შევა, ამიტომ ჩვემ ვიწყებთ აქტიურ კოორდინაციას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ მათ მიმართონ ქიმიური იარაღის პრევენციის საერთაშორისო ორგანიზაციას დაიწყოს გამოძიება საკუთარი წესდების შესაბამისად ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.

უნივერსალური იურისდიქციის სახელმწიფოები - კონკრეტულ სახელმწიფოებს აქვთ უფლებამოსილება რომ მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი კონკრეტული დანაშაულები გამოიძიონ ეროვნულ დონეზე. მათ შორის, მნიშვნელოვანია საფრანგეთის მიმართულება, რადგან ბიძინა ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე და ჩვენ ვიწყებთ ძალიან აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთის საგამოძიებო სტრუქტურებთან, მათ შორის, პროკურატურასთან, იმისთვის, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისტემური წამების, ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს ეროვნულ დონეზე.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო,ჰააგის ტრიბუნალი - მას შემდეგ, რაც ლუკაშენკოს და მისი რეჟიმის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისმა დაიწყო გამოძიება, სავსებით რეალისტურია, რომ ივანიშვილის რეჟიმის შემთხვევაში მოხდეს ზუსტად ესე. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ივანიშვილმა დაასრულოს ისე, როგორც ბევრ სხვა ავტოკრატ, სისხლიან დიქტატორს დაუსრულებია ჰააგის სასამართლოს ტრიბუნალის სკამზე. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ მათ მიმართონ ჰააგის სასამართლოს შესაბამისი წარდგინებით, პროკურორის ოფისმა დაიწყოს გამოძიება ივანიშვილის წინააღმდეგ.

ეს არის 4 ძირითადი მიმართულება, რომელსაც ჩვენ მომავალი 1 თვის განმავლობაში განვახორციელებთ" -  ოპოზიციის ალიანსი.