სტატია
  1. დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
  2. "პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც აღარ შეუძლია - ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
  3. "ამ მოვლენებს უახლოეს მომავალში „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის განხორციელების შედეგად ვიხილავთ"
  4. "თავდამსხმელი ლიკვიდირებულია თეთრი სახლის ჭიშკართან საიდუმლო სამსახურის აგენტებთან ორმხრივი სროლის შემდეგ"
  5. თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
  6. საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე
  7. The Times წერს, რომ ავღანეთში ქორწინების ასაკი გოგონებისთვის 9 წლამდე შეამცირეს
  8. უცხოური მედიის ცნობით, ევერესტზე ნეპალის მხრიდან ერთ დღეში 274 ალპინისტი ავიდა, რაც რეკორდული რაოდენობაა
ვირჩევთ წლის საუკეთესო მასწავლებელს - საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერია
ბიზნესი

ვირჩევთ წლის საუკეთესო მასწავლებელს - საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გამორჩეული მასწავლებლების გამოვლენისა და მათი დაფასებისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო კონკურსს ახორციელებს. კონკურსის ფარგლებში, განაცხადების მიღება დასრულდა - წელს ჯილდოზე განაცხადი 142-მა მასწავლებელმა შეავსო, ხოლო ნომინირება 2455 მასწავლებელს გაუწიეს.

გამორჩეულ მასწავლებლებთან დაკავშირებული მოგონებების გასაცოცხლებლად და გასახსენებლად, საქართველოს ბანკი კამპანიას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას,  საკუთარი ისტორია ვებგვერდზე mastsavlebeli.bog.ge გააზიაროს.

პლატფორმაზე უკვე შემოვიდა 1000-მდე ისტორია:

„ჩემი საყვარელი მასწავლებელი თამარი ქართულს გვასწავლის. ის არ არის მხოლოდ მასწავლებელი. ის არის ჩვენი მეგზური სიტყვებისა და ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში. როდესაც კლასში შემოდის, მთელი ოთახი თითქოს ნათდება. მისი ხმა მშვიდია და თბილი. თამარ მასწავლებელი ძალიან კეთილია. არასდროს გაგვიბრაზდება უსამართლოდ და ყოველთვის ცდილობს, გაგვიგოს. როცა ვინმეს რამე გაუჭირდება, გვერდით დაუდგება და ისე აუხსნის, რომ ყველაზე რთული საკითხიც მარტივი ხდება. ის გვასწავლის, რომ სიტყვებს ძალა აქვს, რომ უნდა ვთქვათ სიმართლე, ვიყოთ თავაზიანები და დავაფასოთ ერთმანეთი“.

“დათიამ ქალაქი მიატოვა, სოფელში დაბრუნდა და მწყემსობა დაიწყო. როცა დანგრეული ბიბლიოთეკა იპოვა, ღამ-ღამობით ჩუმად ძვრებოდა ღობეზე, ტომრებით გამოჰქონდა წიგნები და განადგურებისგან იცავდა, მერე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სოფელს ახალი ბიბლიოთეკა ჰქონოდა. ბავშვები წიგნთან მიიყვანა, ბიბლიოთეკა აქცია სიცოცხლის და სიყვარულის სივრცედ.  მერე დაწყო მასწავლებლობა, სიყვარული, სითბო და სწორი ღირებულებები სასკოლო ოთახშიც შეიტანა და ბავშვების უსაყვარლეს მასწავლებლად იქცა. დათია მწერალია, მისი მოთხრობები ზუსტად ისეთი გამჭვირვალე, ადამიანური და გულწრფელია, როგორიც თვითონ“.

თქვენც მოგვიყევით თქვენი მასწავლებლის შესახებ, რომელმაც თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი როლი შეასრულა და წარუშლელი მოგონებები დაგიტოვათ.

ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი.