სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა ახალი სასწავლო შენობა გახსნა
  2. PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
  3. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 150 სამხედრო დაკარგა
  4. სავალუტო შემოდინებები შენელდა, თუმცა ლარი სტაბილური რჩება
  5. თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი - უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში
  6. გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  7. პარტიზანული მოძრაობა „ატეშის“ წევრებმა რუსეთში, სამარის ოლქში კავშირგაბმულობის ანძები გაანადგურეს
  8. თიბისიმ, ADB-ისა და IFC-ის მხარდაჭერით, ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა
"ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ მეც იგივე ბრალდებებით წამიყენებდნენ ბრალს.“ - მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა

"ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ მეც იგივე ბრალდებებით წამიყენებდნენ ბრალს.“ - მიხეილ სააკაშვილი

„ივანიშვილის პროკურატურა მე და სხვა თანაბრალდებულებს ოფიციალურად გვადანაშაულებს საბოტაჟში და უცხო მტრული სახელმწიფოსადმი ხელშეწყობაში.

ზუსტად ამ ბრალდებით 1937 წელს 10 წლით გადაასახლეს, ჩემი დიდი ბაბუა ნიკოლოზ წერეთელი და მეორე დიდი ბაბუა დომენტი ალასანია, რომელიც რკინიგზის საბოტაჟში დაადანაშაულეს. ჩემი დიდი ბებიის თამარ აბაშიძის ძმა დახვრიტეს ელექტროენერგეტიკაში საბოტაჟისთვის და გერმანიასთან კავშირისთვის.

თამარმა და ნიკოლოზმა მე გამზარდეს და დომენტისაც მოვესწარი. ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ მეც იგივე ბრალდებებით წამიყენებდნენ ბრალს.“ - მიხეილ სააკაშვილი.