სტატია
  1. RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
  2. ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
  3. "უკრაინელი სამხედროები ასევე მონაწილეობენ კონსულტაციებში იმის თაობაზე, თუ როგორ იფუნქციონირებს შემდგომში ჰორმუზის სრუტე"
  4. "მე ვთანხმდები ირანის დაბომბვისა და თავდასხმის შეჩერებას ორი კვირის ვადით. ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა!"
  5. ირანმა ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა - დოკუმენტს ბრიტანული BBC ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს
  6. მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
  7. "ჩვენ წარმოვჩინდებით, როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი. საქართველო თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს..."
  8. "Artemis II-ის ეკიპაჟის მიერ გადაღებული ეს ახალი ფოტო გვიჩვენებს მთვარის ხილული და უხილავი მხარეების კომბინირებულ ხედს"
უპრეცედენტო შეთავაზება სატვირთო და სპეცტექნიკის მფლობელებს „თეგეტა ბიზნესისგან“ - Black Friday-ს კვირეული დაიწყო
ბიზნესი

უპრეცედენტო შეთავაზება სატვირთო და სპეცტექნიკის მფლობელებს „თეგეტა ბიზნესისგან“ - Black Friday-ს კვირეული დაიწყო

საავტომობილო პროდუქტების სრული სპექტრი და სააქციო ფასები სერვისებზე - სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტოტრანსპორტის მიმართულებით „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში განსაკუთრებული შეთავაზება ამოქმედდა. ფასდაკლებები 25 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება.

სატვირთო ავტომობილების მფლობელებს „თეგეტა მოტორსი“ ქვეყნის მასშტაბით ცხრა ფილიალში ემსახურება. აქციებით სარგებლობა ყველა სერვისცენტრშია შესაძლებელი. მომხმარებელი შეძლებს, საავტომობილო პროდუქტები შემდეგი პირობებით შეიძინოს:

  • სატვირთო ნაწილები - 25%
  • აკუმულატორები - 25%
  • საცხებ-საპოხი მასალები - 25%
  • სატვირთო ავტომობილების საბურავები - 15%
  • მცირე სატვირთო C კატეგორიის ავტოტრანსპორტის საბურავები - 25%

რაც შეეხება სერვისს, Black Friday-ს შეთავაზება სავალი ნაწილის შეკეთებაზეც ვრცელდება და 30%-იან ფასდაკლებას გულისხმობს.

ვახტანგ ზივზივაძე, „თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების ხელმძღვანელი: Black Friday-ს კვირეულის ფარგლებში, ჩვენს კორპორაციულ თუ საცალო მომხმარებლებს MAN-ისა და Renault Trucks-ის ორიგინალ და ასევე ევროპული წარმოების საავტომობილო პროდუქციას საგარანტიო პირობებით ვთავაზობთ. ვფიქრობთ, ხელსაყრელი პერიოდია სავალი ნაწილის სრული სერვისისთვისაც.

სერვისი  თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ ცენტრებში უახლესი სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით სრულდება. პროცესის საბოლოო დასრულებამდე ავტომობილი სამუხრუჭე სტენდზე მოწმდება გამოცდილი მექანიკოსების მიერ, რომლებიც  გადამზადებას სისტემატურად  გადიან. სერვისის  წერტილების სიმრავლე კი რიგების მართვისა და დაყოვნების მინიმალურ დრომდე შემცირების შესაძლებლობას გვაძლევს, რაც მომსახურებას კიდევ უფრო სწრაფსა და კომფორტულს ხდის“.

სატვირთოებთან ერთად, შავი პარასკევის კვირეულის ფარგლებში, სააქციო ფასი აქვს სპეციალური დანიშნულების ტექნიკისთვის განკუთვნილ პროდუქტებსაც:

  • საბურავები სპეცტექნიკისთვის - 15%
  • ნაწილები - 25%
  • აკუმულატორები - 25%
  • საცხებ-საპოხი მასალები - 25%

30%-იანი ფასდაკლება გავრცელდება სპეცტექნიკის სერვისის მომსახურების სრულ ასორტიმენტზე, რაც ძრავის, ჰიდრავლიკის სისტემის, გადაცემათა კოლოფის, ელექტრობისა თუ სხვა მექანიკური დაზიანების შეკეთებას მოიცავს.  

ზვიად ახლოური, „თეგეტა მოტორსის“ სპეცტექნიკის პროდუქტების უფროსი ოფიცერი: „სპეცტექნიკის სეგმენტში წელს უპრეცედენტო შეთავაზებები გვაქვს. მომხმარებელი სააქციო ფასად შეიძენს  უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, რაც ექსპლატაციის პროცესში განმეორებითი სერვისის  რისკებს მაქსიმალურად აზღვევს. საუკეთესო პირობებით არის შესაძლებელი სრული სპეცტექნიკის სერვისის მიღებაც. დიაგნოსტიკა და შეკეთება „თეგეტა მოტორსში“ ორიგინალი, მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით მიმდინარეობს. მომხმარებელთან ერთად, კარგად გვესმის, რომ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის გამართული მუშაობა ბიზნესის უწყვეტობას ნიშნავს. ვფიქრობთ, შეთავაზებების კვირეული საუკეთესო შესაძლებლობაა ტექნიკის მოსამზადებლად, დანახარჯების ოპტიმიზაციისა და სეზონური სამუშაოების შეუფერხებელი დაგეგმარებისათვის“.

სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით „თეგეტა მოტორსს“ ქვეყნის მასშტაბით ხუთი ფილიალი აქვს - თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში. სერვისცენტრებში მომხმარებელი შეძლებს, შეიძინოს JCB-ს; Hyundai-ს, Komatsu-ს, Liebherr-ის; Bomag-ის; XCMG-ს; Heli-ს; Clark-ისა და სხვა ბრენდების ორიგინალი პროდუქცია, აგრეთვე ITR-ის, Berco-ს, ZF, Bosch-ის, Fleetguard-ის, Cummins-ის, TVH-ის, Hifi-ს და სხვა არაორიგინალი ბრენდების მაღალხარისხიანი პროდუქცია. ასევე Mobil-ის, Shell-ის ან Motul-ის საცხებ-საპოხი მასალები, Varta-ს აკუმულატორები, JCB-სა და სხვა  არაორიგინალი უმაღლესი ხარისხის Starmaxx-ის საბურავები და ა.შ.

სპეცტექნიკის პროდუქტების შეძენა წინასწარი შეკვეთითაც შესაძლებელია. მომხმარებელს შეუძლია, დარეკოს „თეგეტა მოტორსის“ ცხელ ხაზზე: 2 24 44 44, მოითხოვოს კონკრეტული პროდუქტი, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლები უმოკლეს ვადაში ადგილზე მიუტანენ.