სტატია
  1. უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
  2. თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
  3. Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
  4. პოლონეთი უკრაინას კიდევ ორ MiG-29-სა და საბრძოლო მასალას გადასცემს
  5. თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
  6. “საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია
  7. საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
  8. უკრაინელებმა რუსეთში, ტულის ოლქში, ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტმა პირველი პროცედურული ბარიერი გადალახა
სოც. მედია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტმა პირველი პროცედურული ბარიერი გადალახა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტმა პირველი პროცედურული ბარიერი გადალახა. Politico-ს ცნობით, გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის მიერ ინიცირებულმა მასშტაბური სანქციების კანონპროექტმა რუსეთის წინააღმდეგ, ორშაბათს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში პროცედურული ბარიერი გადალახა, რაც, სავარაუდოდ, გზას უხსნის კვირის ბოლოს პალატაში მის სრულ კენჭისყრაზე გატანას.

წარმომადგენელთა პალატის რეგლამენტის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ამ ინიციატივის წინსვლას. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მწვავე დაპირისპირება კანონმდებლებს შორის იმ პუნქტის გამო, რომელიც თეთრ სახლს ტარიფების დაწესების უფრო ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს.

კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტს საშუალებას მისცემს 100%-იანი ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ ყველაზე დიდ იმპორტიორს და ასევე ხუთ ქვეყანას, რომლებიც რუსეთს ენერგეტიკული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.

აშშ-ის სენატმა კანონპროექტს მხარი 7 აგვისტოს, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაუჭირა.