სტატია
  1. AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
  2. ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
  3. მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
  4. თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები - კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
  5. თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
  6. სასაქონლო პროდუქტები გამოშვებასა და ექსპორტს კვლავ ზრდის, თუმცა რეალურ ეკონომიკაზე გავლენა შედარებით ზომიერია
  7. თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
  8. თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ბიზნესი

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

10-12 სექტემბერს, ბათუმში გამართულ მეათე საიუბილეო საერთაშორისო რეკლამის ფესტივალზე – Ad Black Sea 2026, გრან პრის მფლობელი კიდევ ერთხელ PSP გახდა. ამასთან ერთად 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს პრიზიც მოიპოვა. 

ფესტივალზე PSP-ს სამი სარეკლამო კამპანია იყო წარდგენილი - “რეცეპტი: სიმართლე”, “თავისუფლება გადამდებია” და “მეშეზლონგე”, რომლებზეც შემოქმედებითმა სააგენტო Playmakers-მა იმუშავა.

„რეცეპტი: სიმართლე“ ფესტივალზე გრან პრითა და 2 ოქროთი დაჯილდოვდა; „თავისუფლება გადამდებია“ - ვერცხლით, ხოლო „მეშეზლონგემ“ ბრინჯაო მოიპოვა. 

2026 წლის გრან პრის მფლობელი კამპანია “რეცეპტი: სიმართლე”, ბრენდის გულწრფელობასთან ერთად, გამბედაობიას და საზოგადოებისთვის მთავარი ღირებულების - სიმართლის წარმოჩენას ემსახურება. PSP აუდიტორიასთან შელამაზების გარეშე სიმართლეს საუბრობს გენდერული ნიშნით შერჩევითი აბორტის, გენდერული უთანასწორობის, „ჯანსაღი რუჯის“ სახიფათო მითის შესახებ.

PSP გახდა საერთაშორისო ფესტივალებზე ყველაზე მეტი ჯილდოს მქონე ქართული ბრენდი, რადგან ზოგჯერ, ყველაზე ძლიერი რამ, რაც აფთიაქს შეუძლია დანიშნოს - სიმართლეა.

Ad Black Sea რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეკლამის ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად შემოქმედებით ინდუსტრიას – საერთაშორისო სააგენტოებს და ბრენდებს აერთიანებს. წლევანდელი საიუბილეო, მეათე საერთაშორისო რეკლამის ფესტივალის პროგრამა განსაკუთრებითსაინტერესო და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებით სასიამოვნოდ დახუნძლული აღმოჩნდა.