სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
  2. ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
  3. საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება - თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
  4. მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  5. თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
  6. თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
  7. ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?
  8. ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
"უკრაინის ხელისუფლებას დღეს ორი რთული არჩევანის გაკეთება უწევს, რაც სინამდვილეში არჩევანიც არ არის"
პოლიტიკა

"უკრაინის ხელისუფლებას დღეს ორი რთული არჩევანის გაკეთება უწევს, რაც სინამდვილეში არჩევანიც არ არის"

„ჩვენ ვნახეთ ამ გეგმაზე რეაქციითაც კი პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან, რომ უკრაინას, უკრაინის ხელისუფლებას დღეს ორი რთული არჩევანის გაკეთება უწევს, რაც სინამდვილეში არჩევანიც არ არის. ფაქტია, უკრაინის ხელისუფლება ისეთ მდგომარეობაშია, რომ მას არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება. რაც არ უნდა აირჩიოს, მძიმეა უკრაინელი ხალხისთვის. ეს იყო ის გზა, რომელსაც ჩვენ ოპოზიცია და „ენჯეოები“ გარედან კარნახით გვთავაზობდნენ, რომლისკენაც გვიბიძგებდნენ. შეგახსენებთ, მიტინგებს ატარებდნენ პარლამენტთან 2022 წლის მარტში იმის მოთხოვნით, რომ ესკალაციაში შევსულიყავით იმ ქვეყანასთან, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი ომი წამოიწყო. ეს უნდოდათ, საქართველოც ასეთ მდგომარეობაში ჩართულიყო. ჩვენი ქვეყნის მასშტაბების გათვალისწინებით, ამას ამდენი დრო არ დასჭირდებოდა. ზუსტად ასეთ მომენტამდე მიგვიყვანდნენ. ქართული საზოგადოება ზუსტად ხვდება, თუ რასთან გვქონდა საქმე, რისკენ გვიბიძგებდნენ, ძალები, რომლებსაც საქართველოს ჩათრევა უნდოდათ ამ ომში, ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდნენ.

გუშინ, პირველად მოვისმინეთ ევროპელი ლიდერებისგან, რომ ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას უნდა ჰქონდეს უკრაინის და ევროპის თანხმობა, აქ, როგორც ჩანს, ევროკავშირი იგულისხმებოდა. აქამდე თუ საუბარი იყო რომ ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინა უნდა დაეთანხმოს, ახლა ამას დაემატა, როგორც ჩანს, ევროპა, როგორც აქტორი შეთანხმების მონაწილეობისა. ეს დამაფიქრებელია. კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს ეჭვებზე, რომელზეც საუბარია ევროკავშირის შიგნითაც, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას საკუთარი ინტერესი აქვს ამ ომში. ამიტომ უწოდა ამ ომს ამერიკის მოქმედმა სახელმწიფო მდივანმა პროქსიომი-მარიონეტის ხელით წარმოებული ომი. როგორც ჩანს, ეს კვანძებიც იხსნება და ნათლად ჩანს, რომ ამ ომის მიმართ არსებობს პირდაპირი ინტერესი ევროპის ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფებში“,- შალვა პაპუაშვილი.