სტატია
  1. თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
  2. ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან - თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
  3. "იცით, მე დავრეკე თუ სხვამ დარეკა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, მთავარი შედეგი ისაა, რომ მან (ილონ მასკმა) ყველაფერი აღადგინა“
  4. „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  5. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
  6. Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
  7. თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
  8. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 250 სამხედრო და 1 750 დრონი დაკარგა
"უკრაინამ წუხელ ... გაანადგურა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და ელექტროქვესადგურები"
მსოფლიო

"უკრაინამ წუხელ ... გაანადგურა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და ელექტროქვესადგურები"

უკრაინამ წუხელ რუსეთის მე-3 არმიის 88-ე ცალკეული მოტოსროლელი ბრიგადის მართვის პუნქტს, 429-ე მოტოსროლელი პოლკის სამეთაურო პუნქტსა და ბრიგადა „ნევსკის“ პირადი შემადგენლობის დისლოკაციის პუნქტს დაარტყა; გაანადგურა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და ელექტროქვესადგურები - ამის შესახებ უპილოტო სისტემების ძალების მეთაური, რობერტ „მადიარ“ ბროვდი წერს:

"10 ივნისის ღამის სამიზნეებს შორის იყო:

• საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „თორი“ - დასახლებული პუნქტი ვერშინა დრუგა

• საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ბუკი“ - დასახლებული პუნქტი შევჩენკო

• საწვავ-საცხები მასალების ცისტერნები - დასახლებული პუნქტი მარიუპოლი

• მე-3 არმიის 88-ე ცალკეული მოტოსროლელი ბრიგადის მართვის პუნქტი - დასახლებული პუნქტი სენტიანოვკა, ლუგანსკის ოლქი

• სამხედრო ტექნიკის შენახვის ადგილი - დასახლებული პუნქტი ნოვოაზოვსკი, დონეცკის ოლქი

• მოხალისეთა კორპუსის მე-4 დივერსიულ-საიერიშო ბრიგადა „ნევსკის“ ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის დროებითი დისლოკაციის პუნქტი - დასახლებული პუნქტი მიუსინსკი

ელექტროქვესადგურები:

• 330 კვ-იანი ქვესადგური „მელიტოპოლსკაია“ - დასახლებული პუნქტი მელიტოპოლი, ზაპოროჟიეს ოლქი

• ელექტროქვესადგური - დასახლებული პუნქტი ზოლოტოე, ლუგანსკის ოლქი

• ელექტროქვესადგური - დასახლებული პუნქტი დებალცევო, დონეცკის ოლქი

• 58-ე არმიის მე-19 მოტოსროლელი დივიზიის 429-ე მოტოსროლელი პოლკის სამეთაურო პუნქტი - დასახლებული პუნქტი როზდოლი, ზაპოროჟიეს ოლქი“ - წერს მადიარი.