უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა. ამის ამსახველი კადრები და ინფორმაცია რუსულ და უკრაინულ Telegram-არხებში ვრცელდება. ადგილობრივები წერენ, რომ ქალაქში არაერთი უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს. ქარხნის ტერიტორიაზე ამ დროისთვის ძლიერი ხანძარია.