სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
  2. Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  3. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 590 სამხედრო დაკარგა
  4. „გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  5. თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
  6. “შუა დერეფანი და საქართველო” - თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა
  7. ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  8. ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ბიზნესი

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

საერთაშორისო გამოცემა Euromoney-ს გამოკითხვაში კორპორატიულმა კლიენტებმა თიბისის ფულადი სახსრების მართვის სერვისები საქართველოში საუკეთესოდ შეაფასეს. Euromoney-ს ყოველწლიური საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რამდენად კმაყოფილები არიან კომპანიები ბანკების მომსახურებით, პროდუქტებითა და ტექნოლოგიებით.

ნაღდი ფულის მართვა ბიზნესისთვის გულისხმობს თანხის შეგროვებას, ჩაბარებასა და საბანკო ანგარიშზე ასახვას. თიბისი ბიზნესკლიენტებს ამ  პროცესების გასამარტივებლად ინკასაციის, ნაღდი ფულის მიმღები თვითმომსახურების აპარატების (CDM), TBC Pay-ის ტერმინალებისა და Cash Box-ის სერვისებს სთავაზობს. ბანკს 100 მოქმედი CDM აქვს, მათგან 30 უშუალოდ კორპორატიული კლიენტების ლოკაციებზეა განთავსებული. შედეგად, ამ არხით წლიურად თიბისის მიერ შეგროვებული ნაღდი ფულის მოცულობამ 8 მილიარდს მიაღწია.

ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სერვისების გაციფრულებასა და ავტომატიზაციას. თიბისი პირველია საქართველოში, რომელმაც ნაღდი ფულის მართვის პროდუქტებზე იურიდიული პირებისთვის სრულად ციფრული ელექტრონული ხელმოწერა დანერგა.

„თიბისისთვის მომხმარებლის ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ განსაკუთრებით გვახარებს Euromoney-ს ჯილდო, რომელიც კორპორატიული კლიენტების შეფასებით მივიღეთ. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს მათთან და სერვისებს მათი საჭიროებების მიხედვით აუმჯობესებს. ჩვენი მიზანია, ფულადი სახსრების მართვა უფრო მარტივი და მოსახერხებელი გავხადოთ. სწორედ ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომ დღეს ნაღდი ფულის დეპოზიტების დაახლოებით 70% ტრადიციული ფილიალიდან ავტომატიზებულ არხებზე გადავიდა. Euromoney-ს ჯილდო ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევის მნიშვნელოვანი აღიარებაა”, - ქეთევან კანდელაკი, თიბისის არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტის დირექტორი.