სტატია
  1. უკრაინელებმა რუსეთში, ტულის ოლქში, ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
  2. სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
  3. თიბისის მხარდაჭერით, ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო
  4. უკრაინელმა სამხედროებმა საევაკუაციო დრონით ერთ კვირაში ფრონტიდან ორი დაჭრილი ჯარისკაცი გამოიყვანეს
  5. კაკლის გადამამუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
  6. სერბეთის ექსპრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
  7. თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
  8. ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან - თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
"თუ ირანზე თავდასხმები გაგრძელდება და ირანი თავის მხრივ, მეზობელ ქვეყნებს დაარტყამს, სიტუაცია შესაძლოა სრულიად უმართავი გახდეს"
სოც. მედია

"თუ ირანზე თავდასხმები გაგრძელდება და ირანი თავის მხრივ, მეზობელ ქვეყნებს დაარტყამს, სიტუაცია შესაძლოა სრულიად უმართავი გახდეს"

„სამწუხაროდ, ჩვენი თავდაპირველი გაფრთხილებები და ანალიზი ომის დაწყებამდე რეალისტური აღმოჩნდა. თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს ომი შეიძლება, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს. ომი, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში რეგიონში ომის შემდგომ გავრცელებას ვიხილავთ.

ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის, რომ თუ ირანზე თავდასხმები გაგრძელდება და ირანი თავის მხრივ, მეზობელ ქვეყნებს დაარტყამს, სიტუაცია შესაძლოა სრულიად უმართავი გახდეს. ამას აუცილებლად უნდა დაესვას წერტილი... ჩვენი გულწრფელი ძალისხმევაა მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა, ასევე ჩვენი გაგება და კონსტრუქციული მიდგომა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კომპრომისზე წავალთ.

როგორც იცით, კიდევ ერთი რაკეტა, რომელიც ჩვენი ქვეყნისკენ იყო მიმართული, ჰაერში განეიტრალდა. ამ სერიოზულ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენ პირდაპირ კონტაქტზე ვართ ირანელ კოლეგებთან“ - აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი.