სტატია
  1. "თუ ჩახედავთ რუსულ არხებს - ალბათ გასაგებია, რამხელა მოვლენა მოხდა ჩვენს თვალწინ" - დეკანოიძე
  2. „რა გამოჩნდა 1 წლის განმავლობაში? გამოჩნდა, რომ ქართველი ხალხის მხარეს არის არნახული სოლიდარობა" - ზურაბიშვილი
  3. "ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა" - პროკურატურა
  4. "მინდა შეწყვიტოს ადამიანებისთვის ტკივილის მიყენება! ყოველ ჯერზე მეც მკლავს" - მოსამართლე ცაცუას და ძმას მიმართავს
  5. კონსტრუქტორების მაგია: როგორ აშენებს თამაში ბავშვის გონებას?
  6. "მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, აქციის 60 მონაწილე დააკავეს" - შსს
  7. "ბრალდებული არასრულწლოვან გერს სისტემატურად აუპატიურებდა" - პროკურატურა
  8. ნადიმ ხმალაძეს ჩაუსაფრდნენ და თავს დაესხნენ
"თუ ჩახედავთ რუსულ არხებს - ალბათ გასაგებია, რამხელა მოვლენა მოხდა ჩვენს თვალწინ" - დეკანოიძე
სოც. მედია

"თუ ჩახედავთ რუსულ არხებს - ალბათ გასაგებია, რამხელა მოვლენა მოხდა ჩვენს თვალწინ" - დეკანოიძე

„პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებამ ლუკოილსა და როსნეფტზე რუსების სერიოზული გაღიზიანება და შეშფოთება გამოიწვია. თუ ჩახედავთ რუსულ არხებს - ალბათ გასაგებია, რამხელა მოვლენა მოხდა ჩვენს თვალწინ.

მაგალითად:

- რუსეთის საკუთრებაში არსებული NAFTNA Industrija Srbije-მ ნავთობის გადამუშავება შეაჩერა, რადგან აშშ-ს სანქციებმა ნავთობის მიწოდება შეაფრეხა.

- ინდოეთის ყველა დიდმა გადამამუშავებელმა ინდუსტრიებმა რუსეთიდან ნავთობის მიწოდება შეაჩერეს. სექტემბერში, Reliance-ი დაახლოებით 629,590 ბარელ რუსული ნედლ ნავთობს ყიდულობდა დღეში როსნეფტიდან და ლუკოილიდან. ახლა, ინდოეთის ყველაზე დიდი კერძო გადამამუშავებელი კომპანია ალტერნატიულ გზებს ეძებს.

- კარგი ამბავია, რომ პრეზიდენტი ტრამპი მალაიზიაში ASEAN- ის სამიტზე ჩავიდა. რამდენიმე დღის წინ, როცა კუალა-ლუმპურის ეკონომიკურ ფორმზე ვიყავი, ძირითადი აზრი იყო, რომ აშშ-ს პრეზიდენტი სამიტში მონაწილეობას არ მიიღებდა (მიუხედავად ანონსისა) მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა. სანქციების შემდეგ, მისი აქტიურობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში უმნიშვნელოვანესია.

ივანიშვილისთვის აშშ-ს სანქციები დიდი დარტყმაა. გაუნათლებელმა, ძალაუფლება/ფულზე დახამებულმა ქოცებმა დაარწმუნეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ აშშ პრაქტიკულად არაფერს მოიმოქმედებდა. ამიტომ ხელები გაშალა და რუსულ ნავთობს კარები გაუღო. მართალია, რუსნეფტი, რომელმაც რუსული „ჩრდილოვანი ტანკერით” ყულევის ტერმინალში ნავთობი შემოიტანა ამ სანქციებში არ არის, მაგრამ საქმე არც ისე მარტივადაა. „რუსნეფტი -ის“ აქციების დიდი ნაწილი ეკუთვნის მიხაილ გუცირევს, რომელმაც ივანიშვილისგან 2012 წელს მოსკოვში დიდი უძრავი ქონების კომპლექსი შეიძინა და მას თითქმის ერთი მილიარდი გადაუხადა. ივანიშვილს მაშინ ეჩქარებოდა რუსეთში ძირითადი აქტივების მოშორება - საქართველოში არჩევნები მოდიოდა.

ფორმულას ეთერში ვთქვი და გავიმეორებ: გუცირევი ევროკავშირის მიერ დასანქცირებულია ლუკაშენკასთან ახლო ურთიერთობების და ბიზნესის კეთების გამო. მისი შვილი საიდ გუცირევი დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა. იყო საუბარი, რომ გუცირევს ჩეხეთში ამერიკელებთან კავშირის დამყარება უნდოდა, მაგრამ ამ ისტორიამ განვითარება ვერ იპოვა.

უფრო მეტიც, 2025 წელს, ევროკავშირმა მისი სარჩელი სანქციების მოხსნის შესახებ არ დააკმაყოფილა. სხვათაშორის, გუცირევთან კავშირი აქვს გრუ-ს ოჯახის წევრს, რომელიც ყულევის ქართველი მფლობელების პარტნიორიც არის.

ფაქტია, ყულევში პირველი რუსული ნავთობი არ არის მხოლოდ რუსნეფტის ნავთობი.

ივანიშვილისნაირი ფულზე დახამებული, დაბალი ხარისხის, ქოცური დიქატატურა ვერ თვლის ბევრ რამეს. მათ შორის იმას, რომ ყუმბარა იდიოტების ხელში ფეთქდება.

ამ ფატებზე სათანადო ყურადღება მნიშვნელოვანია“ — წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.