სტატია
  1. თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
  2. თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
  3. ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?
  4. ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  5. როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
  6. თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
  7. თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
  8. რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბიზნესი

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

CyberSecurity Excellence Awards 2026-ში, ნომინაციაში - წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი (Best Risk and Complience Program) თიბისიმ საუკეთესოს ტიტული დაიმსახურა.  

ეს თიბისის ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის მნიშვნელოვანი, საერთაშორისო მასშტაბის წარმატება და აღიარებაა.

თიბისის მასშტაბის კომპანიაში, რისკისა და შესაბამისობის მართვა არ არის უბრალოდ დამხმარე ფუნქცია - ესაა სისტემა, რომელიც იცავს მომხმარებელს, უზრუნველყოფს პროცესების უწყვეტობას და ნდობას.

ბანკმა დანერგა კიბერუსაფრთხოების ჯანმრთელობის შეფასების ჩარჩო (Cyber Health Assessment Framework) - იგივე, კიბერ სიჯანსაღე.

სისტემა ახდენს სხვადასხვა აქტივობების ერთიან პროგრამად გარდაქმნას. საშუალებას იძლევა, თითოეული კრიტიკული სისტემა ერთნაირად შეფასდეს მთელი ციკლის განმავლობაში - მართვიდან და დიზაინიდან დაწყებული, განხორციელებით, შემოწმებითა და ოპერაციებით დამთავრებული.

უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი - შემცირდა მაღალი რისკის ზონები ღრუბლოვან (Cloud) და კონტეინერულ გარემოში, გაიზარდა დაცვისა და რეგულაციების შესაბამისობის დონე. პირველმა შედეგებმა აჩვენა, რომ სისტემების საერთო მომწიფების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

თიბისი, როგორც რეგიონის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, ქმნის პროდუქტს, რომელიც არამხოლოდ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, არამედ თავადვე აწესებს სტანდარტებს; ქმნის საბანკო ტექნოლოგიების მომავალს და ადამიანებს უმარტივებს ცხოვრებას.

ინოვაციური და ტექნოლოგიური თამამი ნაბიჯებით, თიბისი მუდმივად ამტკიცებს, რომ ქართული საბანკო ბაზრის ნამდვილი ლიდერია - მიზანსწრაფული და მომხმარებელზე ორიენტირებული.