სტატია
  1. თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა
  2. მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
  3. "მე შევხვდი უკრაინელ დრონის ოპერატორს რომელმაც 800 რუსი მოკლა და არასდროს ყოფილა ფრონტის წინა ხაზზე"
  4. მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  5. თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
  6. პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
  7. The Independent-ის ცნობით, რუბიო თანამდებობის დატოვებას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვისა და ტრამპის პოლიტიკისგან დისტანცირების მიზნით გეგმავს
  8. XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა
ბიზნესი

თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისაგან- მოსწავლის ბარათის აღება უკვე, მობაილბანკიდან, ფილიალებში მისვლისა და სხვადასხვა დოკუმენტაციის მიტანის გარეშე არის შესაძლებელი. ფილიალში მისვლა საჭიროა მხოლოდ ფიზიკური ბარათის გასატანად.

ბარათის შესაკვეთად, მშობლები უნდა შეხვიდეთ თქვენს მობაილბანკში, გადახვიდეთ პროდუქტების გვერდზე, აირჩიოთ “ბავშვის სივრცე” და დააჭიროთ ბარათის შეკვეთას. მობაილბანკიდან ბარათი სულ რამდენიმე წამში გააქტიურდება და მის გამოყენებას მოსწავლე ელექტრონულ საფულეში დამატებისთანავე შეძლებს. ფიზიკური ბარათის დამზადებას კი, მაქსიმუმ 3 სამუშაო დღე დასჭირდება.

მშობლის მოწვევით, მოსწავლის ბარათის მფლობელ ნებისმიერ 6-დან 17 წლის მოსწავლეს, შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს მობაილბანკითაც და დამოუკიდებლად მართოს საკუთარი ფინანსები.

მობაილბანკში მოსწავლეები შეძლებენ ისეთი ოპერაციების განხორციელებას, როგორიცაა: 

  • თანხის საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა 
  • თანხის სხვასთან გადარიცხვა (იმ შემთხვევაში თუ მშობელი ბარათის აღების პროცესში ან შემდგომ თანხმობას განაცხადებს ფუნქციის ჩართვაზე)
  • მობილური ბალანსის შევსება 
  • მათზე მორგებული შეთავაზებების დათვალიერება  
  • ბარათის მართვა (დეტალების ნახვა, პაროლის შეცვლა, დაბლოკვა)   

იმისათვის, რომ მოსწავლემ მობაილბანკზე მიიღოს წვდომა მშობელმა  მობაილბანკის “ბავშვის სივრციდან” უნდა გაუგზავნოს მოწვევა. ეს არის მარტივი გზა, მისცეთ შვილს ყოველდღიური ფინანსური დამოუკიდებლობა, გამოუცხადოთ ნდობა და მხარი დაუჭიროთ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის აღებისას.

თიბისის მოსწავლის ბარათის მფლობელები მუდმივად სარგებლობენ მათზე მორგებული მრავალფეროვანი შეთავაზებებით და პარტნიორ ობიექტებში იბრუნებენ მომენტალურ ქეშბექებს- ხარჯავენ გონივრულად და სარგებლიანად.  

ბარათის მიმდინარე შეთავაზება 28 თებერვლის ჩათვლითაა და  მისი მფლობელი მოსწავლეები პარტნიორ ობიექტებში- Yoyoso, სულაკაურის გამომცემლობა, Orgservice, ანტარისი- თიბისის პოსტ ტერმინალზე გადახდისას, 20%-იან მომენტალურ ქეშბექს იბრუნებენ (ჯამში მაქსიმუმ 30 ლარს ყველა ობიექტში ერთად). შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად გადადით ბმულზე.

დაზოგეთ დრო და ახლა უფრო მარტივად, ასწავლეთ თქვენს შვილებს ფინანსური დამოუკიდებლობა. აიღეთ, მოსწავლის ბარათი წამებში- პირდაპირ მობაილბანკიდან.

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ქმნის ან აუმჯობესებს ისეთ სერვისებს, რომლებიც მათ კომფორტსა და საჭიროებებზე მაქსიმალურად არის მორგებული. განსაკუთრებით კი, ახალ თაობაზე.