სტატია
  1. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  2. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  3. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  4. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  5. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  6. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  7. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  8. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ბიზნესი

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ინოვაციურ ბანკად აღიარების შემდეგ, საერთაშორისო საფინანსო გამოცემამ Global Finance თიბისის ღია ბანკინგის API სერვისები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა. თიბისიმ ეს გამარჯვება 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე მოიპოვა.

თიბისიმ Global Finance-ის აღნიშნული ჯილდო აიღო ღია ბანკინგის სერვისების მრავალფეროვნებისთვის, სიმარტივისთვის, პარტნიორების რაოდენობისა და გამოყენების მაღალი მაჩვენებლისთვის.

„Global Finance-ის მორიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თიბისიში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, ფინანსურ ინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს ვამკვიდრებთ, რომელთა საშუალებითაც ჩვენი მომხმარებლებისთვის ყოველდღიურად ვქმნით მარტივ, სწრაფ და სანდო გამოცდილებას. ღია ბანკინგის სერვისები საშუალებას გვაძლევს, ჩვენი მომხმარებლებისთვის ინოვაციური სერვისები  უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ სხვა ფინტექ პლატფორმებზე“ - გიორგი კინწურაშვილი, თიბისის ეკოსისტემის ინოვაციების ლიდერი.

Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოება წელს უკვე 27-ედ ჩატარდა. წლების განმავლობაში თიბისის ამ დაჯილდოების ფარგლებში სხვადასხვა ნომინაციაში არაერთი საერთაშორისო აღიარება აქვს მიღებული, რაც ბანკის ინოვაციურობას, ციფრული სერვისების ხარისხსა და მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნისაკენ მუდმივ სწრაფვას უსვამს ხაზს.