სტატია
  1. ყაზახეთის პრეზიდენტმა კაცების ჩახუტება გააკრიტიკა და მათ მოუწოდა, მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლონ
  2. რუსი სამხედროები მობილიზაციისთვის მზადების წვრთნებს ატარებენ
  3. უკრაინა-რუსეთის ომი წლები გაგრძელდება, პუტინი ფსონს ჩამოდის, რომ რუსეთი უკრაინაზე დიდხანს გაძლებს
  4. თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
  5. ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
  6. საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება - თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
  7. მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  8. თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
თიბისის მხარდაჭერით, ლურჯი მოცვის მწარმოებლებისთვის საერთაშორისო სემინარი გაიმართა
ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლურჯი მოცვის მწარმოებლებისთვის საერთაშორისო სემინარი გაიმართა

თიბისისა და „საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის” პარტნიორობით, ბათუმში საერთაშორისო მასშტაბის სემინარი ჩატარდა, რომელიც ლურჯი მოცვის წარმოებასა და მოსავლის აღების შემდგომ პროცესების სრულყოფილ მართვას ეხებოდა.

ღონისძიებაზე ასოციაციის წევრ კომპანიებს პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება გაუზიარეს მოწვეულმა სპიკერებმა ჩილედან, რომელიც ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა მსოფლიოში მოცვის წარმოებასა და მოსავლის აღების შემდგომ მენეჯმენტში:

  • საერთაშორისო აგრონომი, სებასტიან ოჩოა, რომელიც ექსპორტიორებს 22 ქვეყანაში უწევს კონსულტაციებს;
  • დოქტორი ლუის ლუხსინგერი, Cold chain მართვისა და ხილის შენახვის გლობალური ექსპერტი.

სემინარზე ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ნიადაგის მომზადება, მორწყვა და მოსავლის აღების ოპტიმიზაცია; Cold chain ტექნოლოგიები და ტრანსპორტირების სტანდარტები; ხარისხის გაუმჯობესება და ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლის სტრატეგიები.

მოცვის კულტურა საქართველოსთვის შედარებით ახალი, თუმცა სწრაფად მზარდი აგრარული მიმართულებაა: კენკროვანის ექსპორტმა 2024 წელს დაახლოებით 5 000 ტონა შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 44%-ით გაზრდილი მაჩვენებელია; ქვეყანაში მოცვის ბაღები უკვე 3 ათას ჰექტარზეა გაშენებული, მწარმოებლები კი ბაზრების დივერსიფიკაციასა და მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ექსპორტის გაფართოებაზე მუშაობენ.

თიბისისთვის, როგორც ბიზნესის #1 პარტნიორისთვის, სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი სტარტეგიული მიმართულებაა; სწორედ ამიტომ ბანკი მუდმივად ხელს უწყობს სექტორში ახალი ცოდნისა და მაღალი სტანდარტების დანერგვას. თიბისი აქტიურ ნაბიჯებს დგამს მოცვის, როგორც შედარებით ახალი კულტურის, განვითარებისთვის საქართველოში და ამ დროისთვის მხოლოდ კორპორატიულ სექტორში 300 ჰა-მდე ბაღები აქვს დაფინანსებული. საერთაშორისო სემინარებისა და მსგავსი პლატფორმების მხარდაჭერით კი თიბისი ცდილობს, ხელი შეუწყოს დარგის ახალ საფეხურზე გადასვლას, რაც საბოლოო ჯამში, ეკონომიკის ზრდას, რეგიონების გაძლიერებასა და სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.