სტატია
  1. წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
  2. თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
  3. 20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
  4. ყაზახეთის პრეზიდენტმა კაცების ჩახუტება გააკრიტიკა და მათ მოუწოდა, მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლონ
  5. რუსი სამხედროები მობილიზაციისთვის მზადების წვრთნებს ატარებენ
  6. უკრაინა-რუსეთის ომი წლები გაგრძელდება, პუტინი ფსონს ჩამოდის, რომ რუსეთი უკრაინაზე დიდხანს გაძლებს
  7. თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
  8. ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თიბისის მხარდაჭერით, კახეთში შატო „ვაინ ერა“ გაიხსნა
ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, კახეთში შატო „ვაინ ერა“ გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანში, შატო “ვაინ ერა” გაიხსნა. მულტიფუნქციური კომპლექსი 14-ნომრიან სასტუმროს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ღვინის საწარმოსა და ქართული და ევროპული ჯიშის ვენახებს აერთიანებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 14 მილიონ ლარს აჭარბებს, საიდანაც 5 მილიონამდე ლარი თიბისის დაფინანსებაა. ბანკის მხარდაჭერით, “ვაინ ერა” ასევე ჩართულია სახელმწიფო სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” და “სოფლის განვითრების სააგენტოს” სესხის თანადაფინანსების პროგრამებში.

რესტორნები, საკონფერენციო და მოსასვენებელი სივრცეები სტუმრებს მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს.

16 ჰექტარზე გაშენებულ ვენახში კომპანიას მოჰყავს საფერავი, მერლო, სირა, კაბერნე სოვინიონი და სოვინიონ ბლანი. ვენახები სრულად წვეთოვანი სისტემით ირწყვება ტერიტორიაზე მოწყობილი ხელოვნური ტბის მეშვეობით. ტექნოლოგია ვაზს იცავს ზედმეტი დატენიანებისა და გამოშრობისგან, რაც პროდუქტის ხარისხზეც აისახება.

„ვაინ ერას“ ღვინის საწარმო 400 ტონაზე მეტი ყურძნის მიღებასა და გადამუშავებას შეძლებს. ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით წარმოებული იტალიური მანქანა-დანადგარებითა და ყურძნის გადამამუშავებელი ხაზით. სამომავლოდ კომპანია დამატებით 17 ჰა-ზე ვენახების გაშენებასა და წარმოების გაზრდას გეგმავს.

“ვაინ ერა” GD ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელთანაც თიბისის 10-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. ჯგუფთან ერთად ბანკს არაერთი მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტი აქვს დაფინანსებული.

თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორისა და საქართველოს რეგიონების განვითარებას, ასევე, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. “ვაინ ერას” კომპლექსის დაფინანსებით, ბანკი სტუმარმასპინძლობის სექტორთან ერთად, სოფლის მეურნეობისა და მეღვინეობის განვითარებას უწყობს ხელს. აგრორსექტორში თიბისის პორტფელი 1,2 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით 38%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება მეღვინეობას, 2022-2025 წლებში თიბისის ამ სექტორში 260 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.