სტატია
  1. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  2. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  3. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  4. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  5. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  6. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  7. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  8. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

თიბისის მხარდაჭერით, მაღაზიათა ქსელი “ამბარი” უბნის მოლის კონცეფციას ავითარებს და ბიზნესის გაფართოებას განაგრძობს. „ამბარი რითეილ გრუპ ჯორჯიამ” მაღაზიათა ქსელი One Price შეიძინა; თიბისისთან პარტნიორობით კი აქტიურად მუშაობს რებრენდინგსა და ბიზნესის განვითარებაზე.

თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანიამ ჯამურად 22 მილიონი ლარის დაფინანსება მიიღო. თანხა ძირითადად ქსელის განვითარებასა და ახალი მაღაზიების გახსნას მოხმარდება.

რებრენდინგის შემდეგ „ამბარი“ ბაზარზე განსხვავებული ფორმატით - უბნის მოლის  კონცეფციით - განაგრძობს მუშაობს. კომპანიის მიზანია, მომხმარებლის ყოველდღიური საჭიროებები ერთ სივრცეში, სახლთან ახლოს გააერთიანოს და ამ გზით დაზოგოს მისი დრო, ენერგია და ფინანსური რესურსი.

ბოლო 3 თვის განმავლობაში „ამბარის“ ქსელს უკვე 25 ახალი მაღაზია დაემატა და ამ ეტაპზე ბრენდი 37 მაღაზიას აერთიანებს. წლის ბოლომდე ფილიალების რაოდენობა 60-მდე გაიზრდება და მოიცავს როგორც თბილისის ყველა უბანს, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებს. ქსელის გაფართოებასთან ერთად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც - ამჟამად „ამბარს“ 380 თანამშრომელი ჰყავს, წლის ბოლომდე კი რაოდენობა 600-მდე გაიზრდება.

“ამბარი რითეილ გრუპ ჯორჯია” “კოკა-კოლას ჯგუფში” შემავალი კომპანიაა, რომელთანაც თიბისის მრავალწლიანი პარტნირობა აკავშირებს. ჯგუფთან ერთად ბანკს არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, რომელიც მოიცავს ახალი რესტორნების გახსნას, პურ-ფუნთუშეულის საწარმოს მშენებლობას და ა.შ. ერთობლივი პროექტებით თიბისი ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებას, დასაქმების ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.