სტატია
  1. თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
  2. თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში
  3. თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
  4. „საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია
  5. ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი
  6. ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
  7. „თეგეტა მოტორსში“ შეძენილ ავტონაწილებზე უპრეცედენტო საგარანტიო პირობები მოქმედებს
  8. თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
ბიზნესი

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი

განათლება ჩვენი წარმატების გზის განუყოფელი ნაწილია. თითქოს განათლებას აქვს სწორედ ის ჯადოსნური ჯოხი, რომელიც გადამწყვეტ მომენტებში თავდაჯერებულობას გვაძლევს, რათა ერთ დროს წარმოუდგენელ მიზანს კიდევ უფრო მეტად მივუახლოვდეთ. ამიტომ, ხშირად ვამბობთ, რომ განათლება არის ის, რაც ყველაზე რთულ მომენტებში, მაშინაც, როცა ძალიან მტკივნეული მარცხის შემდეგ იმ დიდი ოცნებისკენ მიმავალი გზა თითქოს აღარ მოჩანს, გვაჯერებს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია განათლების, როგორც საკუთარი თავის რწმენის ერთ-ერთი ფუნდამენტური საშუალების, მხარდაჭერა და განსაკუთრებით, ამ კუთხით ახალი თაობისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნა. საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერთან” პარტნიორობით თიბისიმ შეძლო კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდისთვის აემაღლებინა თვითრწმენა საკუთარი უნარების და ისინი განათლების ძალიან საინტერესო, აღმოჩენებით სავსე, გზაზე გაეძლიერებინა. დღეს ამ გზაზე შექმნილ კიდევ ერთ ამბავს გაცნობთ, რომელიც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის კესო ლალიაშვილის შესახებაა.

„განათლება არის ის ერთადერთი გზა, რომელიც საკუთარი თავის შეცნობაში მუდმივად გეხმარება. გიქმნის მომავლის იმედს, რომელიც მუდამ თან გდევს, როდესაც შენი დიდი თუ პატარა მიზნებისკენ მიდიხარ. განათლებაა, რაც გაძლევს თავდაჯერებულობას, გახსენებს ყოველ უძილო ღამეს, რომელიც მისთვის გაიარე და თან შენ ყველაზე დიდ ოცნებამდე მიჰყავხარ”

 

კესოს განათლების ამბავი სკოლაში იწყება, როდესაც ჯერ კიდევ გენური ინჟინერიის კუთხით ფიქრობდა კარიერული მომავლის შექმნას, თუმცა შემდეგ არჩევანი მაინც იურიდიულ ფაკულტეტზე შეაჩერა. განათლება, რომელსაც მიიღებს, კესოს აზრით, რელევანტური და საჭირო უნდა იყოს იმ გარემოსთვის, სადაც ცხოვრობს, რამაც, საბოლოოდ, სამართლის სფეროში აპოვნინა საკუთარი თავი.

 

„ხშირად ვამბობ, რომ განათლება საკუთარი თავის პოვნაში დამეხმარა. სწორედ საგანმანათლებლო სივრცეებმა მაგრძნობინა, რომ მაქვს შინაგანი ხმა, რომელიც სულ უნდა გაჟღერდეს.”

კესოს საუბარში გამორჩეულად ფიგურირებდა ერთი თემა - საკუთარი თავის რწმენა. რწმენა იმისა, რომ თუ არ დაიჯერე, შეიძლება შენი განათლების ამბავი გაწყდეს და ძალიან გაგიჭირდეს, მისი გასაგრძელებელი გზა მარტივად იპოვო.

„თუ შენ არ გჯერა საკუთარი თავის, შენი შესაძლებლობების, უნარების, ოცნებების, სხვა როგორ უნდა დააჯერო, რომ ნამდვილად შეგიძლია? სწორედ ამიტომ, „მთავარია გჯეროდეს” და ეს არ უნდა იყოს უბრალოდ ცარიელი სიტყვები - ამ სულისკვეთებით უნდა იმოქმედო ყოველ დღეს და აუცილებლად გაიმარჯვებ.”

განათლება, როგორც საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება, ახალი თაობის ცხოვრებაში განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებს. განათლება ქმნის თავისუფლებას, როგორც უმაღლეს ღირებულებას სამყაროში. ამ რთულ, მაგრამ უსაზღვროდ საინტერესო მოგზაურობაში, საკუთარი ამბის შექმნაში ახალგაზრდებს თიბისი ეხმარება.