სტატია
  1. „შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  2. თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
  3. უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
  4. თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
  5. Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
  6. პოლონეთი უკრაინას კიდევ ორ MiG-29-სა და საბრძოლო მასალას გადასცემს
  7. თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
  8. “საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, სექტემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ბიზნესი

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, სექტემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

 

თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, სექტემბერში, 5 სხვადასხვა თემატიკის ტრენინგი გაიმართება.

ბიზნესების წარმომადგენლებს, რომლებსაც საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის, კონკრეტული მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და პროფესიონალების რჩევა სჭირდებათ, შესაძლებლობა ექნებათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის წარმატებას შეუწყონ ხელი. 

სექტემბრის შეხვედრების განრიგი:

  • პირველი ტრენინგი ონლაინ ფორმატში ჩატარდება, საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. ტრენერი, დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს.
  • მეორე ტრენინგი, ფიზიკურ სივრცეში,  23 სექტემბერს გაიმართება და ის ESG თემატიკას  - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი” დაეთმობა. შეხვედრას საერთაშორისო კომპანია „დეველორი“ გაუძღვება. ტრენინგის ფარგლებში, განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მწვანე დაფინანსება, მწვანე ინიციატივების უპირატესობები და გამოწვევები.
  • მესამე ონლაინ ტრენინგი 24 და 26 სექტემბერს, ასევე, ონლაინ ფორმატში გაიმართება, თემაზე - ,,რატომ მუშაობს და რატომ არ მუშაობს რეკლამა”. ტრენინგს ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, ალექსანდრე ჩომახიძე ჩაატარებს.
  •  კიდევ ერთი ონლაინ ტრენინგი 25 სექტემბერს ჩატარდება და ის შემდეგ თემატიკას დაეთმობა - ,,როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში“.  ტრენინგს  ბიზნესკონსულტანტი, შალვა ახრახაძე გაუძღვება.
  • სექტემბრის თვის ბოლო, მეხუთე ტრენინგის თემა „ ინდივიდუალური მეწარმეების საგადასახადო დაბეგვრა“ იქნება  და ის 29 სექტემბერს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება. ტრენინგს დავით პაპიაშვილი გაუძღვება.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს   წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: ბიზნეს განათლება , სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი. ტრენინგებზე დასწრება უფასოა.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!