სტატია
  1. "გლოვობს ჩვენი ქვეყანა და გლოვობს ჩვენი ხალხი. დამთავრდა ეპოქა, მაგრამ დარჩა მემკვიდრეობა, რომელიც გაუძლებს დროს"
  2. "მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა“ - ამერიკის საელჩო
  3. "ამ მწუხარების ჟამს, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას და სოლიდარობას" - თურქეთის საელჩო
  4. "იგი იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის ღირსშესანიშნავი პიროვნება" - რუმინეთის პატრიარქი
  5. "ვუსამძიმრებ ეკლესიასა და ქართველ ხალხს ამ დიდ დანაკლისს" - ისრაელის ელჩი
  6. Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
  7. ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია
  8. Young Lions Georgia 2026 - შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
თიბისის ახალი საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი  „კონსპექტები“ - რთული იდეების მარტივი ახსნა
ბიზნესი

თიბისის ახალი საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი „კონსპექტები“ - რთული იდეების მარტივი ახსნა

თუ ტექნოლოგიურ განათლებაზე საუბარი, კარიერების მიმართულებით არსებული სიახლეების გაცნობა, არსებულ ტრენდებზე და მომავალ ცვლილებებზე დისკუსია და ზოგადად რთული იდეების მარტივად გაგება შენთვის საინტერესოა, მაშინ თიბისის „კონსპექტების“ პოდკასტი არ უნდა გამოტოვო.

„კონსპექტები“ თიბისი განათლების ახალი საკომუნიკაციო მულტიმედია ფორმატია, რომლის მიზანიც ტექნოლოგიური განათლების, დასაქმების მიმართულებით აქტუალური თემების განხილვა, რთული იდეების მარტივად ახსნა და საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა.

პროექტის ფარგლებში აუდიტორია მიიღებს ცოდნას პოდკასტების, ბლოგებისა და სხვა მოკლე ფორმატების საშუალებით - განათლებისა და კარიერის სფეროში არსებულ სიახლეებზე, ტრენდებსა და მომავალ ცვლილებებზე: როგორ მოვერგოთ ტექნოლოგიურ პროგრესს, რა უნარები დაგვჭირდება მომავალ პროფესიებში და როგორ შევცვალოთ საკუთარი მიდგომები, რომ თანამედროვე სამყაროს ტემპს ავყვეთ და სხვა.

პოდკასტის წამყვანია ლიზი ქათამაძე, ახალი თაობის წარმომადგენელი, რომელიც ექსპერტ სპიკერებთან ერთად გაერკვევა ტექნოლოგიებსა და სირთულეებში, მიღებულ ცოდნას კი აუდიტორიისთვის დააკონსპექტებს და მარტივი ფორმით გაუზიარებს.

პირველი ეპიზოდის სტუმარია მედეა ტაბატაძე, ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, რომელიც ისაუბრებს თემაზე — „როგორ ცვლის AI სამუშაო ბაზარს“.

ტექნოლოგიურ პროგრესს, უამრავ ახალ შესაძლებლობასთან ერთად, ბევრი პასუხგაუცემელ კითხვაც მოაქვს. თიბისის მიზანია ამ სწრაფად ცვალებად რეალობაში განსაკუთრებით ახალგაზრდებს დაეხმაროს, გაამარტივოს რთული თემები და მისცეს საჭირო მიმართულება მომავლის არჩევისას.

გამოიწერე თიბისის YouTube არხი და დაელოდე კონსპექტების პირველ ეპიზოდს.

თიბისისთვის, განათლების გზით, განვითარებაზე და შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბრენდი მუდმივად ქმნის და  მხარს უჭერს ინოვაციურ ფორმატებს, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს ცოდნისა და ტექნოლოგიების სამყაროში წინსვლის შესაძლებლობას. „კონსპექტები“ სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა. და რადგან განათლება შესაძლებლობაა, ხოლო პროგრესისკენ მიმავალი გზა კი ერთ მარტივი იდეით იწყება, უბრალოდ  - მთავარია გჯეროდეს!