სტატია
  1. თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
  2. უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი გაუშვა. ინფორმაცია უკრაინულ Telegram-არხებზე ვრცელდება
  3. „შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  4. თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
  5. უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
  6. თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
  7. Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
  8. პოლონეთი უკრაინას კიდევ ორ MiG-29-სა და საბრძოლო მასალას გადასცემს
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ბიზნესი

თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში

თიბისის მობაილბანკი The Digital Banker-ის პრესტიჟული ჯილდოების მფლობელია. Digital CX Awards 2026-ის დაჯილდოების ცერემონიიდან თიბისი 5 მნიშვნელოვანი ჯილდოთი დაბრუნდა და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მსოფლიოს, აღმოსავლეთ ევროპისა და საქართველოს მასშტაბით შემდეგ ნომინაციებში:  

  • Outstanding Digital CX - Payments - მსოფლიოში საუკეთესო ციფრული გამოცდილება გადახდებში
  • Best Retail Bank for Digital CX - საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
  • Best Retail Bank for Digital CX – საუკეთესო ციფრული გამოცდილება საქართველოში
  • Outstanding Digital CX - Bank Cards – საქართველოში საუკეთესო ციფრული გამოცდილება საბანკო ბარათებში
  • Highly Acclaimed: Best Digital CX – Onboarding – გამორჩეული ციფრული გამოცდილება მომხმარებლის რეგისტრაციისას ბიზნეს მობაილბანკში.  

მორიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ თიბისი საკუთარი მომხმარებლებისთვის მუდმივად აუმჯობესებს ციფრულ გამოცდილებას და ამით ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს.

ეს ჯილდოები იმის დასტურია, რომ თიბისიში ციფრული პროცესებზე წვდომა და სანდოობა საგრძნობლად გაიზარდა; ციფრული ბანკინგი გახდა ადამიანების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი - გადახდები ხელმისაწვდომია 24/7-ზე და მომხმარებელს 500-მდე სერვისს სთავაზობს. გადახდების შესრულება შესაძლებელი გახდა ნებისმიერ დროს, წამებში, ხარვეზების გარეშე და ეს პროცესი ყოველდღიურად იხვეწება და მომხმარებელზე მორგებული ხდება. 

მნიშვნელოვნად გამარტივდა და უფრო სწრაფი გახდა მობაილბანკში რეგისტრაციის და ბარათების გაცემის პროცესი.

სამუშაო პროცესებში მომხმარებელთა აქტიური ჩართულობით, მოსმენით, მათი  სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით იქმნება ციფრული გამოცდილების ახალი სტანდარტები, რამაც თიბისის არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

The Digital Banker საერთაშორისო მედია და კვლევითი პლატფორმაა, რომლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიმართულება გლობალური ბანკინგ ჯილდოებია, სადაც მსოფლიოს წამყვანი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები მონაწილეობენ. Digital CX Awards 2026-ის ოფიციალური გალა-დაჯილდოება სინგაპურში გაიმართა, სადაც თიბისის წარმომადგენლებს ჯილდოები გადაეცათ.