სტატია
  1. როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
  2. თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
  3. რუსეთში, ხანტი-მანსის ავტონომიური ოლქის ქალაქ პიტ-იახში, ზეთებისა და ქიმიკატების საწყობი იწვის
  4. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლუბლინში პოლონეთის პრემიერს, დონალდ ტუსკს შეხვდა
  5. საფრანგეთმა ქვეყნიდან გააძევა რუსი პროპაგანდისტი, Russia Today-ს ფრანგული ფილიალის ხელმძღვანელი ქსენია ფედოროვა
  6. საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში - განათლება გამარჯვებაა
  7. ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
  8. უკრაინის პროკურატურა ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხს განიხილავს.
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ბიზნესი

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

თიბისი მისი გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის „საუკეთესო სტრატეგიის” კატეგორიის გამარჯვებული გახდა კონკურსზე „ბალანსი ბიზნეს საქმიანობაში 2026, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია INSEAD Alumni ყოველწლიურად ატარებს.

აღნიშნული ჯილდო ენიჭება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც გენდერული ბალანსის, მრავალფეროვნებისა და ლიდერობის საკითხებს სისტემურად აერთიანებენ კორპორაციულ სტრატეგიაში და უზრუნველყოფენ მათ პრაქტიკულ განხორციელებას ორგანიზაციის სხვადასხვა დონეზე.

ჯილდოს მიზანია, წარმოაჩინოს საუკეთესო პრაქტიკები ორგანიზაციებში, სადაც თანასწორობისა და მრავალფეროვნების საკითხები განიხილება როგორც ბიზნესის განვითარების და ეფექტური მართვის განუყოფელი ნაწილი და ამ მიმართულებით პროგრესი ეფუძნება მონაცემებს, ანგარიშვალდებულებასა და გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვას.

„საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობა თიბისის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი ESG სტრატეგია დეტალურად განსაზღვრავს ყველა საკითხსა და პრიორიტეტს, რომელზეც ბანკი მუშაობს მდგრადობის მიმართულებით. სტრატეგია გამყარებულია სხვადასხვა პოლიტიკითა და პროცედურებით, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანის უფლებათა პოლიტიკა და თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ჩართულობის პოლიტიკა. ჩვენ ხელს ვუწყობთ ჯანსაღი და თანასწორი სამუშაო გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა სრულად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი. გვჯერა, რომ ინოვაციურ და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას მრავალფეროვანი გუნდები ქმნიან.“ - მაკა ბოჭორიშვილი, თიბისის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი.

კონკურსი „ბალანსი ბიზნეს საქმიანობაში წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაცია INSEAD-ის კურსდამთავრებულთა ინიციატივას, რომელიც 2018 წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს ბიზნესში გენდერული ბალანსისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე პრაქტიკული ინსტრუმენტებისა და საუკეთესო გამოცდილებების გაზიარებას ორგანიზაციებს შორის.

დაჯილდოება ყოველწლიურად აერთიანებს კომპანიებს, რომლებიც ლიდერები არიან გენდერული ბალანსის მიმართულებით და აფასებს მათ პროგრესს, სტრატეგიულ მიდგომებსა და შედეგებზე ორიენტირებულ ინიციატივებს.