სტატია
  1. ყაზახეთის პრეზიდენტმა კაცების ჩახუტება გააკრიტიკა და მათ მოუწოდა, მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლონ
  2. რუსი სამხედროები მობილიზაციისთვის მზადების წვრთნებს ატარებენ
  3. უკრაინა-რუსეთის ომი წლები გაგრძელდება, პუტინი ფსონს ჩამოდის, რომ რუსეთი უკრაინაზე დიდხანს გაძლებს
  4. თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
  5. ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
  6. საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება - თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
  7. მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  8. თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
თიბისი x ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი - წინ დაუვიწყარი ივლისი და ვარსკვლავური შემადგენლობა გელოდებათ
ბიზნესი

თიბისი x ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი - წინ დაუვიწყარი ივლისი და ვარსკვლავური შემადგენლობა გელოდებათ

ლაგოდეხის საერთაშორისო, რიგით მეცხრე ბლუზ ფესტივალი ბრუნდება და წელსაც, ივლისის დაუვიწყარ საღამოებს გპირდებათ. შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი ფესტივალი ბლუზის მეფეებითაა დაკომპლექტებული და ბლუზის მსოფლიო რუკაზეც გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.

ლაგოდეხის ცხოვრებაში, ბლუზი უკვე აღარ არის მუსიკის შორეული ჟანრი - ის ამ ქალაქის ხმად იქცა.

5 ივლისს, ფესტივალს გახსნის ბლუზის 5 მეფე - The Kings of Blues (აშშ) - ლეგენდარული ბიბი კინგისა და ჯეიმს ბრაუნის ბენდის წევრები და 2024 წლის გრემის მფლობელი კენი უეინი.

12 ივლისს, ლაგოდეხის ბლუზ ვილიჯის სცენაზე იქნებიან განუმეორებელი კლოდეტ კინგი, ლეგენდარული ბიბი კინგის ქალიშვილი და ლუკა ჯორდანო (იტალია) თავისი ბენდით.

19 ივლისს, გექნებათ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მოუსმინოთ ბლუზისა და სოულის თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შემსრულებელს, ფესტივალის წლევანდელ რეზიდენტს - შანა უოთერსტოუნს. ამერიკელი ვოკალისტი და მისი ბენდი, ბლუზ ფესტივალს განსაკუთრებულ ხიბლს შემატებენ.

2 აგვისტოს, ფესტივალის დასკვნით კონცერტზე დაუკრავს სერ ვალდო უეზერსი - ვირტუოზი საქსოფონი, თავის ბენდთან ერთად.

ასე რომ, მოემზადეთ სასიამოვნო ზაფხულისთვის. ლაგოდეხის ბლუზ ვილიჯი კვლავ სიამოვნებით გიმასპინძლებთ. მსოფლიო დონის არტისტები კი, დაუვიწყარ საღამოებს გვაჩუქებენ.

ფესტივალის ბრენდ შეფი მიშა ავსაჯანიშვილი და აღმასრულებელი შეფი - ლუკა კერვალიშვილი, ბლუზ ვილიჯში თქვენს ყოფნას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდიან.

უკვე რამდენიმე წელია, თიბისი ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის მთავარი მხარდამჭერი და წარმდგენია. ეს პროექტი მართლაც მნიშვნელოვანია როგორც კულტურული, ისე ემოციური თვალსაზრისით.

თიბისის მხარდაჭერით, ფესტივალი არა მხოლოდ ინარჩუნებს ხარისხს, არამედ ხსნის ახალ სივრცეებს ბლუზის გაცნობიერებისა და გაზიარებისთვის.

ფესტივალის ბილეთების შეძენისას, ახალი თიბისი ბარათით, ნებისმიერი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით, ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით.

5 ივლისიდან, ბლუზ ვილიჯის კარი თქვენთვის 18:00 საათიდან გაიღება. კონცერტები კი, 20:00 საათზე დაიწყება.