სტატია
  1. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  2. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  3. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  4. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  5. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  6. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  7. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  8. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ბიზნესი

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად და მათთვის მეტი ფინანსური მოქნილობის შესაქმნელად, თიბისიმ კიდევ ერთი ახალი ფუნქციონალი დანერგა - მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ დოლარში ან ევროში განხორციელებული საერთაშორისო ტრანზაქციის თანხა  ანგარიშზე სრულად დაიბრუნონ და შემდეგ, თიბისი განაწილებით დაფარონ.

საერთაშორისო ტრანზაქციის განაწილების პროცედურა მარტივია:  ნივთის ან მომსახურების შეძენის შემდეგ, მობაილბანკში, ტრანზაქციების ველში, პოულობთ განხორციელებულ ტრანზაქციას და ირჩევთ - „ტრანზაქციის განაწილება“. შედეგად, თანხა ეროვნულ ვალუტაში  ავტომატურად ბრუნდება ანგარიშზე და თქვენთვის სასურველ პერიოდზე, 4-დან 36 თვემდე, ნაწილდება. განაწილების საკომისიო თვეში 1%-ია, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი -  23.4%-დან.

საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების ფუნქციონალის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის გადახდაზე - იქნება ეს ონლაინ შოპინგი, სასტუმროს ჯავშანი, ავიაბილეთის შეძენა თუ სხვა საერთაშორისო სავაჭრო და სამოგზაურო სერვისი. მათ შორის, ისეთ საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებზე, როგორებიცაა: Temu, Amazon, eBay, AliExpress, SHEIN, Wizz Air, Ryanair, Booking.com, Airbnb და სხვა. მთავარია, ტრანზაქცია დოლარში ან ევროში იყოს განხორციელებული.

საერთაშორისო ტრანზაქციის განაწილების დეტალური პირობების და პროცედურის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

„განაწილება“ თიბისის გამორჩეული პროდუქტია, რომელიც მომხმარებლების სხვადასხვა სურვილისა და საჭიროების დაკმაყოფილების გასამარტივებლად შეიქმნა. საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების ახალი შესაძლებლობა კი, იმ მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებსა და ციფრულ სერვისებს ხშირად იყენებენ.

გახადე შენი სურვილები უფრო ხელმისაწვდომი - ისარგებლე თიბისის განაწილებით.