სტატია
  1. თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
  2. "ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ საქართველოს ხალხს ეროვნულ დღესასწაულს"
  3. ვაშინგტონში მერმა 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა
  4. "ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გულითადად ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!"
  5. დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
  6. "პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც აღარ შეუძლია - ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
  7. "ამ მოვლენებს უახლოეს მომავალში „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის განხორციელების შედეგად ვიხილავთ"
  8. "თავდამსხმელი ლიკვიდირებულია თეთრი სახლის ჭიშკართან საიდუმლო სამსახურის აგენტებთან ორმხრივი სროლის შემდეგ"
თიბისი ტექი - უკვე 1000 თანამშრომელი
ბიზნესი

თიბისი ტექი - უკვე 1000 თანამშრომელი

თიბისის დიდ და უნიკალური უნარების მქონე ტალანტებით გაჯერებულ ტექ გუნდს მეათასე პროფესიონალი შეუერთდა.

180-ზე მეტი პროდუქტი, 400-ზე მეტი სისტემა, დანერგვების თითქმის 100%-იანი ავტომატიზაცია, სერვისების მაღალი ხელმისაწვდომობა - ეს ყველაფერი თიბისის ტექ გუნდზე დგას.

“ახლა, ჩვენი გუნდი 1000 პროფესიონალს აერთიანებს, რომელიც ყველა სტრატეგიულ ტექნოლოგიურ პლატფორმას თავად ქმნის და ავითარებს. სწორედ, მათი დამსახურებაა, რომ თიბისის ტექნოლოგიური განვითარება და სამუშაო პროცესები ძალიან დინამიური და საინტერესო. ჩვენ გვჯერა, რომ არ არსებობს ტექნოლოგიური ამოცანა ან გამოწვევა, რომელსაც ვერ ამოვხსნით და ამას ვამტკიცებთ ყოველდღიურად - მთავარია, გჯეროდეს” - ამბობს ბიძინა მაცაბერიძე, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორი.

1000 უბრალოდ ციფრი არაა. ეს ნიშნავს, რომ თიბისის ძლიერი კორპორატიული კულტურა და ტალანტების მოძიების სწორი სტრატეგია აქვს. ჩვენი ორგანიზაციული კულტურა ქმნის ისეთ გარემოს, რომელიც თითოეულ ადამიანს აძლევს საკუთარი უნარებისა და ხასიათის წარმოჩენის შესაძლებლობებს.

გიორგი ყანჩაველი (თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ლიდერი): “დიდი და ძლიერი გუნდი, უსაზღვრო შესაძლებლობების გარდა, არის დიდი მოტივაცია. ეს ქმნის იმ შედეგებს და სიკეთეებს, რომელიც მიგვაქვს მილიონზე მეტ ადამიანთან ყოველდღიურად. თითოეული ახალი ადამიანი, ახალი ისტორია და ელემენტი დიდი გუნდის ხასიათსა და სტრუქტურაში.

1000 თანამშრომელი თიბისი ტექისთვის ნიშნავს არა მხოლოდ მასშტაბს, არამედ 1000 სხვადასხვა ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც საერთო წარმატებაში ერთიანდება.

შოთა იორამაშვილი (ვებ და მობაილ დეველოპმენტის ლეგიონის პარტნიორი): “სასიხარულოა, რომ ტექის მეათასე თანამშრომელი, სწორედ, ჩემს გუნდს შემოუერთდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ძალა არ იზომება მხოლოდ ადამიანების რაოდენობით; არამედ, იმ განვითარებით და შედეგით, რომელსაც თითოეული წევრი ქმნის. რეალური ღირებულება ისაა, რომ თითოეული თანამშრომელი მუდმივად ვითარდება და იზრდება.”

თიბისი ტექისთვის 1000 თანამშრომელი არის შესაძლებლობა, შექმნას კარიერული ზრდის კიდევ უფრო დიდი სივრცე და გაამყაროს ღირებულებები, რომელიც მის თითოეულ წევრს აერთიანებს.