სტატია
  1. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  2. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  3. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  4. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  5. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  6. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  7. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  8. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

თიბისი კონცეპტი აგრძელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, მისი ახალი ფორმით წარმოჩენასა და ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას ემსახურება.

26 სექტემბერს, 18:00 საათზე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ამირ კაკაბაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. გამოცემა ქართველი მხატვრის 85 წლის იუბილეს ეძღვნება და მისი მრავალფეროვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობის ერთ სივრცეში თავმოყრასა და ახალი თაობისთვის გაცნობას ემსახურება.

წიგნი დავით კაკაბაძის ფონდმა, თიბისის მხარდაჭერით გამოსცა. გამოცემა აერთიანებს ამირ კაკაბაძის შემოქმედების მნიშვნელოვან ნაწილს და მკითხველს მხატვრის სამყაროსა და მის განსხვავებულ შემოქმედებით ხედვასთან კიდევ ერთხელ შეხვედრის შესაძლებლობას აძლევს.

პრეზენტაციაზე წიგნის შესახებ ისაუბრებენ დავით კაკაბაძის ფონდის დირექტორი მარიამ კაკაბაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ხათუნა ხაბულიანი და მხატვარი მანანა არაბული.

ამირ კაკაბაძე (1941–2015) - ქართველი მხატვარი, რომლის მრავალფეროვანი შემოქმედება აერთიანებს ფერწერას, გრაფიკას, კოლაჟსა და პოპ-არტს.  იგი ცნობილი ქართველი მხატვრების დავით კაკაბაძისა და  ეთერ ანდრონიკაშვილის ოჯახში დაიბადა. 

1967 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, შემდეგ კი სწავლა ასპირანტურაში გააგრძელა ფერწერისა და თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების მიმართულებით .  სხვადასხვა წლებში მუშაობდა თეატრსა და კინოში, აფორმებდა სპექტაკლებსა და ფილმებს თბილისში და მოსკოვში.

1965 წლიდან ამირ კაკაბაძე მონაწილეობდა საგამოფენო პროექტებში და მართავდა პერსონალურ გამოფენებს საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.

საიუბილეო კატალოგის რედაქტორია მარიამ კაკაბაძე, ტექსტის ავტორი - ხათუნა ხაბულიანი, ხოლო ვიზუალური კონცეფციისა და დიზაინის ავტორია მანანა არაბული.

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: თიბისი კონცეპტი, მარჯანიშვილის #7, მე-4 სართული.