სტატია
  1. თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე განავადე ონლაინ მარტივად და ჩაერთე სახალისო თამაშში
  2. "საქართველომ უნდა შეაჩეროს ძალისხმევა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიმართულებით" - "გაერთიანებული სამეფო, 23 სხვა ქვეყანასთან ერთად
  3. მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის რეკომენდაციები ქართულ ოცნებას
  4. "ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტილი დარჩება, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი..."
  5. თიბისის მხარდაჭერით „ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე“ შესარჩევი ტურის რეგისტრაცია დაიწყო
  6. "მოვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს"
  7. "აშშ-ის ძალებმა ირანის ტერიტორიაზე 5 500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს - განადგურებულია 60-ზე მეტი ირანული სამხედრო ხომალდი…"
  8. "სიტუაცია (ჰორმუზის სრუტის ბლოკირება) არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მოხსნას"
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ბიზნესი

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

Turkish Airlines-თან კოლაბორაციით, მალე, თიბისი კონცეპტი და Visa მომხმარებლებს კიდევ ერთ უნიკალურ პროდუქტს - Miles&Smiles ქობრენდ სამოგზაურო ბარათს შესთავაზებენ, რომელიც ექსკლუზიურად თიბისი კონცეპტ 360-ის და თიბისი Wealth Management-ის მომხმარებლებისთვის იქნება განკუთვნილი.

ერთობლივი სამოგზაურო ბარათის გამოშვების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბრენდების წარმომადგენლებმა ხელი 12 ივნისს, სტამბოლში მოაწერეს, ბარათის ოფიციალური პრეზენტაცია კი, 17 ივლისს, თბილისში, თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა.  

უნიკალური დიზაინის მქონე, მეტალის სამოგზაურო ბარათი, რომლის მსგავსი პროდუქტიც საქართველოს ბაზარზე ჯერ არ შექმნილა, მომხმარებლებს დაგროვების და განსაკუთრებული შეთავაზებებით სარგებლობის შესაძლებლობას ნებისმიერ ქვეყანაში მისცემს.

თიბისი კონცეპტის სამოგზაურო ბარათით დაგროვება:

საქართველოში განხორციელებულ ტრანზაქციებზე დაგროვება მომხმარებლებს ზუსტად იმ პირობებით შეეძლებათ, რაც ახალი თიბისი კონცეპტის Visa Signature ბარათებით. მოგზაურობასთან დაკავშირებული ტრანზაქციების შემთხვევაში კი, დამატებით, Miles&Smiles მილებს დააგროვებენ.

Miles&Smiles მილების დაგროვებას მომხმარებლები საზღვარგარეთ მოგზაურობის ნებისმიერ ეტაპზე შეძლებენ. საქართველოს ფარგლებში კი, მათი დაგროვება, სასტუმროებსა და შიდა ფრენებზე განხორციელებულ ტრანზაქციებზე შეეძლებათ.

საერთაშორისო ობიექტების კატეგორიების ჩამონათვალი, სადაც მილები დაგროვდება, მრავალფეროვანია: შოპინგი, ტრანსპორტი, გართობა, კვების ობიექტები, სასტუმროები, სამოგზაურო სააგენტოები, სურსათი და სხვა.

დაგროვილი მილების დახარჯვა შესაძლებელი იქნება: Turkish Airlines-ის ბილეთების, თვითმფრინავში სასურველი ადგილის წინასწარ შერჩევის, ავიაბილეთის კლასის გაუჯობესების და ბარგის შესაძენად. ასევე, Turkish Airlines-ის ონლაინ მაღაზიაში შოპინგისას.
 

თიბისი კონცეპტის სამოგზაურო ბარათის აეროპორტის და სხვა სამოგზაურო უპირატესობები:

  • თბილისსა და სხვა საერთაშორისო აეროპორტების ლაუნჯებში  წელიწადში 30 უფასო ვიზიტი თანმხლებ პირებთან ერთად (მაქსიმუმ 4 თანმხლები ადამიანი თითო ვიზიტზე);
  • თბილისსა და სხვა საერთაშორისო აეროპორტებში სწრაფი გასასვლელებით სარგებლობა თანმხლებ პირებთან ერთად (მაქსიმუმ 4 თანმხლები ადამიანი თითო ვიზიტზე) წელიწადში 30-ჯერ;
  • განსაკუთრებული შეთავაზებები ტაქსის, ინტერნეტ როუმინგისა და სხვა სამოგზაურო კატეგორიებში.

ბარათის შეძენა მომხმარებლებს აგვისტოს თვიდან, პირადი ბანკირის დახმარებით შეეძლებათ.