სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
  2. თიბისი და AD BLACK SEA - 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
  3. შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
  4. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტმა პირველი პროცედურული ბარიერი გადალახა
  5. მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  6. განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
  7. AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
  8. ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით 5-დან 19 ივლისის ჩათვლით თბილისის საერთაშორისო ბალეტის ფესტივალი გაიმართება.

საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი თბილისში 2017 წელს დაფუძნდა. ფესტივალი ოპერისა და ბალეტის თეატრში იმართება, მისი სამხატვრო ხელმძღვანელია ნინო ანანიაშვილი.

წელს ფესტივალი მეშვიდედ ტარდება. წინა წლების მსგავსად, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დასთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მოცეკვავეები და მსოფლიოში სახელგანთქმული საბალეტო დასი.

5 ივლისი | ფესტივალის გახსნა - პიოტრ ჩაიკოვსკის „გედების ტბა“. მთავარ პარტიებს მარიამ ლომჯარია და ავსტრალიის ბალეტის წამყვანი სოლისტი დავი რამოსი შეასრულებენ.

7-8 ივლისი | პ. ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავი“. სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ინგლისის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტები ემა ჰოუსი და აიტორ არიეტა, ასევე საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტები მარიამ ელოშვილი და მასააკი გოტო.

10 ივლისი | ალექსანდრ კრეინის „ლაურენსია“, ვახტანგ ჭაბუკიანის ლეგენდარული ქორეოგრაფიით, ნინო სამადაშვილისა და ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტის გიორგი ფოცხიშვილის მონაწილეობით.

12 ივლისი | საქართველოს სახელმწიფო ბალეტის პროგრამა საბალეტო გალათი დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და საერთაშორისო ვარსკვლავები.

17-19 ივლისი | ფესტივალი დახურვა - პინა ბაუშის ლეგენდარული დასი Tanztheater Wuppertal Pina Bausch  სპექტაკლით „Masurca Fogo“.

თიბისი მრავალი წელია ქართული კულტურისა და ხელოვნების განვითარების ერთგული მხარდამჭერია. ბრენდი ხელს უწყობს ისეთ კულტურულ ინიციატივებსა და ღონისძიებებს, რომლებიც საზოგადოებას მსოფლიო დონის ხელოვნებასთან აკავშირებს და ქვეყნის კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნებას ემსახურება. სწორედ ამ მიზანს ეხმიანება თბილისის საერთაშორისო ბალეტის ფესტივალის მხარდაჭერაც.