სტატია
  1. ყაზახეთის პრეზიდენტმა კაცების ჩახუტება გააკრიტიკა და მათ მოუწოდა, მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლონ
  2. რუსი სამხედროები მობილიზაციისთვის მზადების წვრთნებს ატარებენ
  3. უკრაინა-რუსეთის ომი წლები გაგრძელდება, პუტინი ფსონს ჩამოდის, რომ რუსეთი უკრაინაზე დიდხანს გაძლებს
  4. თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
  5. ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
  6. საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება - თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
  7. მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  8. თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართა
ბიზნესი

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართა

სტარტაპ დაჯილდოების მთავარ მიზანს გიორგის სახელის უკვდავყოფა და იმ ადამიანების აღიარება წარმოადგენდა, რომლებიც მის ღირებულებებსა და თვისებებს იზიარებენ

 

გიორგი ტუხაშვილი წარმატებული ქართული სტარტაპის — Kernel-ის თანადამფუძნებელი, სტარტაპ გრაინდ თბილისის დირექტორი, კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პროგრამის ხელმძღვანელი და, ზოგადად, ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მშენებელი იყო. სამწუხაროდ, მისი სიცოცხლე 35 წლის ასაკში შეწყდა, თუმცა მან მოასწრო წარუშლელი კვალი დაეტოვებინა ქართულ სამეწარმეო სივრცეში.

 

წლევანდელი ღონისძიების თემატიკა მიეძღვნა გიორგი ტუხაშვილის ერთ-ერთ გამორჩეულ თვისებას - ანტრეპრენერობას. 2025 წლის დაჯილდოებისთვის წარმოდგენილი იყო 4 ნომინაცია, რომლებშიც დაინტერესებულ პირებს როგორც საკუთარი თავის, ასევე, სხვების ნომინირება შეეძლოთ.

50-ზე მეტი შემოსული განაცხადების საფუძველზე, გამარჯვებულები ჟიურიმ გამოავლინა. გაიცანით წლევანდელი ჯილდოს მფლობელები:

 

  • Ecosystem Hero - რუსუდან ჩაჩანიძე, მედიალაბის ხელმძღვანელი
  • Boldest Startup - ტექნოლოგიური სტარტაპი KLIPY
  • Super Connector -  ირო ცაგარეიშვილი, AXEL-ის მმართველი დირექტორი
  • Growth Catalyst - რობინ ბატლერი, Sturgeon Capital-ის პარტნიორი

 

ნომინაციაში გამარჯვება დაკავშირებული იყო ისეთ მნიშვნელოვან პრიზებთან, როგორებიცაა: 5,000 ლარიანი სამოგზაურო გრანტი საერთაშორისო სტარტაპ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, გრძელვადიანი მენტორინგი და სხვა. ნომინანტების შესახებ ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია დაჯილდოების ვებ-გვერდზე: GT Startup Awards .

 

ღონისძიებაზე დაანონსდა ახალი ინიციატივაც - გიორგი ტუხაშვილის სახელობის მენტორობის შეხვედრები, სადაც რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც მენტორებს, ისე მენტორის მოძებნის მსურველ სტარტაპებს. შეხვედრები გაიმართება ორ თვეში ერთხელ, თვის ბოლო პარასკევს. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა  ბმულზე .

 

გიორგის მეგობრების ღრმა რწმენით, ერთობლივი თანამშრომლობით, ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ გიორგის მემკვიდრეობის გაგრძელება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის მშენებლობისთვის

 

ეს დაჯილდოება იქნება მუდმივი შეხსენება მომავალი თაობებისთვის,რომ ჩვენ ყველას გვაქვს ძალა, შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ.