სტატია
  1. თიბისი და AD BLACK SEA - 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
  2. შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
  3. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტმა პირველი პროცედურული ბარიერი გადალახა
  4. მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  5. განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
  6. AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
  7. ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
  8. მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
Tester’s Day 2025 - თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ბიზნესი

Tester’s Day 2025 - თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

8-9 სექტემბერს, GeoSTQB-ის ორგანიზებით, პულმან თბილისმა მნიშვნელოვან და მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას - Tester’s Day 2025- უმასპინძლა.

უკვე რამდენიმე წელია, თიბისი, როგორც რეგიონის ლიდერი ტექნოლოგიური კომპანია, ტესტერების დღის მთავარი მხარდამჭერი და პარტნიორია. ტექ კომუნის ხელშეწყობა და გაძლიერება, თიბისის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია.

წელს, ღონისძიება კიდევ უფრო მასშტაბური იყო და მოიცავდა ISTQB® ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას. დამსწრეები შეხვდნენ გლობალური კომპანიების წარმომადგენლებს, გაეცნენ საერთაშორისო გამოცდილებას; გაიმართა პანელური დისკუსიები და ინტერაქციული ვორქშოპები.

Tester’s Day 2025-ზე, თიბისის ტესტირების ინჟინრებმა ჩაატარეს ვორკშოპი სახელწოდებით - Visual Testing in Practice და ისაუბრეს თუ როგორ ყალიბდება ვიზუალური ტესტირების სწორი სტრატეგია და როგორ ინერგება ის პრაქტიკაში.

ღონისძიების გახსნაზე, აუდიტორიას მიმართა თიბისის ხარისხის უზრუნველყოფის და ტესტირების ავტომატიზაციის ლეგიონის ლიდერმა, ალექსანდრე ისკონიანმა, რომელმაც ისაუბრა თიბისის როლისა და გეგმების შესახებ ტექნოლოგიების სფეროში.

Performance Testing Challenges & Best Practices - საინტერესო მოხსენება ჰქონდა თიბისის ტესტირების ინჟინერსა და ასოცირებულ პარტნიორს - ირინა ინაშვილს, რომელმაც დამსწრეებს გააცნო, როგორ იქმნება ავტომატიზაციის მოდულარული ჩარჩო და როგორ შეიძლება ვიფიქროთ ავტომატიზაციაზე, როგორც პროდუქტზე.   

Tester’s Day 2025 და მისი პრაქტიკული სესიები მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ყველა დონის ტესტერისთვის.

საერთაშორისო და ადგილობრივი ტოპ სპიკერები, რეალურ ქეისებზე დაფუძნებული გამოცდილების გაზიარება, ინტერაქციული ვორკშოპები, QA-ს ბაზრის უახლესი კვლევა, AI-ზე დაფუძნებული თანამედროვე ტესტირების მიდგომები და საჭიროებებზე მორგებული სესიები - ეს ყველაფერი ტესტერებს მნიშვნელოვან ცოდნასა და გამოცდილებას მოუტანს.