სტატია
  1. RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
  2. ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
  3. "უკრაინელი სამხედროები ასევე მონაწილეობენ კონსულტაციებში იმის თაობაზე, თუ როგორ იფუნქციონირებს შემდგომში ჰორმუზის სრუტე"
  4. "მე ვთანხმდები ირანის დაბომბვისა და თავდასხმის შეჩერებას ორი კვირის ვადით. ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა!"
  5. ირანმა ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა - დოკუმენტს ბრიტანული BBC ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს
  6. მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
  7. "ჩვენ წარმოვჩინდებით, როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი. საქართველო თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს..."
  8. "Artemis II-ის ეკიპაჟის მიერ გადაღებული ეს ახალი ფოტო გვიჩვენებს მთვარის ხილული და უხილავი მხარეების კომბინირებულ ხედს"
თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა -  საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ბიზნესი

თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდა მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელმაც წელს საქართველო პირველად წარადგინა ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI) პეკინში.

პეკინში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადიდან, სადაც საქართველოს ეროვნულმა AI ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა, ნაკრების წევრი - თემიკო მაჭავარიანი, ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

„ამხელა საერთაშორისო ასპარეზზე ქართული სიტყვის თქმა, ალბათ, ყველა ქართველისთვის ძალიან დიდი ოცნება და პასუხისმგებლობაა. ყოველ საათში, როდესაც ორგანიზატორები ოლიმპიადის დარჩენილ დროს აცხადებდნენ, თავს ვუმეორებდი, რომ ამას ვაკეთებდი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი ქვეყნისთვის და ეს არაამქვეყნიურ ენერგიას მაძლევდა” - აღნიშნავს თემიკო მაჭავარიანი.

60-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე მონაწილესთან ერთად ასპარეზობდნენ ქართველი მოსწავლეებიც, რომლებმაც პეკინში გამგზავრებამდე ინტენსიური მოსამზადებელი კურსები გაიარეს. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები იყვნენ და მოსწავლეებს აქტიურად უჭერდნენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.

„ოლიმპიადის დავალებები საკმაოდ საინტერესო იყო და მოულოდნელიც. ამოცანების ფურცელი როგორც კი გადავშალე, მივხვდი, რომ აქ ჩემით, ადგილზე უნდა შემექმნა „რაღაც სხვაც“. დავალებების კეთებისას, მახსენდებოდა მოსამზადებელ ლექციებზე რა ხრიკებს და ხერხებს ვიყენებდით, მენტორებთან ერთად, სხვადასხვა სიტუაციის გადასაჭრელად, რაც ფიქრშიც მეხმარებოდა და ამოცანებსაც მიმარტივებდა. მჯერა, რომ ყველა წარმატებული ადამიანის უკან, ძლიერი გუნდის მხარდაჭერა დგას. ნაკრების მწვრთნელების გულით და სულით გაზიარებული ცოდნა და გამოცდილება, ოლიმპიადაზე გადამწყვეტი აღმოჩნდა“ - ამბობს თემიკო.

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ მოსწავლეებს, უკვე მეორე წელია აერთიანებს. საქართველოში გამართული ოლიმპიადის ორგანიზატორია საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA). მხარდამჭერები არიან თიბისი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

თიბისი განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ქმნის და ახალგაზრდებს, რომლებსაც სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, მათ სხვადასხვა მიმართულებით განათლების პროგრამებს სთავაზობს.