„თეგეტა მოტორსი“ X Bridgestone: დიდგორში DUELER AT/002 საბურავის ტესტდრაივი გაიმართა
ბიზნესი

„თეგეტა მოტორსი“ X Bridgestone: დიდგორში DUELER AT/002 საბურავის ტესტდრაივი გაიმართა

„თეგეტა მოტორსმა“ და საბურავების მწარმოებელმა უმსხვილესმა იაპონურმა ბრენდმა Bridgestone-მა დიდგორში DUELER AT/002 საბურავის ტესტდრაივი გამართეს. ღონისძიების მიზანი იყო Bridgestone-ის გამორჩეული მოდელის შესაძლებლობების რეალურ პირობებში გამოცდა. ღონისძიებას დაესწრნენ ოფროუდის მოყვარულები, „თეგეტა მოტორსის და Bridgestone-ის მომხმარებლები.

სტუმრებმა DUELER AT/002 საბურავების შესაძლებლობები მრავალფეროვან რელიეფზე Toyota Prado-ს მეშვეობით გამოცადეს. ტესტდრაივი გრუნტიან და ტალახიან გზებს, მკვეთრ აღმართ-დაღმართებსა და უგზოობის სხვადასხვა მონაკვეთს მოიცავდა. ღონისძიების სპორტულ ნაწილ საქართველოს ოფროუდის ფედერაციის ჩართულობით შედგა.

დავით ჩხაიძე, თეგეტა პრაიმ პროდაქტსის დირექტორი: „DUELER AT/002 შექმნილია იმისთვის, რომ ყველა სახის გამოწვევას უპასუხოს. მისი მთავარი უპირატესობები გამძლეობა, გაუმჯობესებული მოჭიდება როგორც მშრალ, ისე სველ ზედაპირზე და ხმაურის დაბალი დონე, რაც ნებისმიერი ტიპის გზაზე მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს. მოხარულები ვართ, რომ Bridgestone-ისთვის ქართულ ბაზარს  განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს  და ადგილობრივ მომხმარებელს გამოცდილებას თავად უზიარებს. ასეთი უშუალო კონტაქტი აძლიერებს ნდობას და აჩენს კიდევ უფრო დიდ ინტერესს ბრენდის მიმართ.

დიდგორში გამართულ ღონისძიებას Bridgestone-ის წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელმაც იაპონური ბრენდის გამორჩეული მოდელის შესაძლებლობები და ტექნიკური მახასიათებლები სტუმრებს თავად გააცნო.

ფელიქს სამოილოვი, Bridgestone-ის რეგიონალური გაყიდვების მენეჯერი (CIS): „DUELER AT/002-ის მახასიათებლები კიდევ უფრო აძლიერებს ბრენდის პოზიციას ბაზარზე. მოდელი გამოირჩევა მაღალი სტაბილურობით Hexagonal Center Blocks-ის დახმარებით, აუმჯობესებს მოჭიდებას და მდგრადობას სხვადასხვა ტიპის გზებზე. Lateral Grooves & Shoulder Design იძლევა წყლისა და ტალახის სწრაფ დრენაჟს, ხოლო High Silica Compound უზრუნველყოფს უსაფრთხოებას სველ და მშრალ პირობებში. Optimized Contact Patch კი ზეწოლის თანაბარ განაწილებაზეა პასუხისმგებელი. მონაწილეებმა თავად გამოცადეს, რომ DUELER AT/002 ნამდვილად გამორჩეული საბურავია“.

ღონისძიება, რომლის მხარდამჭერიც Polaris იყო, მოიცავდა როგორც საგანმანათლებლო, ისე გასართობ აქტივობებს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, DUELER AT/002-ის ტექნიკური მახასიათებლებისა და უპირატესობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ და, პარალელურად, გამოცდილება არაფორმალურ გარემოში გაეზიარებინათ.

თამარ ამისულაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების მარკეტინგის მენეჯერი: საბურავების მწარმოებელი წამყვანი ბრენდის ყველა გზავნილი რეალობას ეფუძნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს სჯეროდეს იმ დაპირების, რომელსაც Bridgestone სთავაზობს მათ. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, მსგავსი ინიციატივებით მომხმარებელს, ერთი მხრივ, ტექნიკური ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ, მეორე მხრივ კი, მეგობრული და უშუალო გარემო შევუქმნათ. ჩვენ ავირჩიეთ DUELER AT/002, როგორც Bridgestone-ის ერთ-ერთი წამყვანი მოდელი, რომელ საკუთარი მახასიათებლებით ნამდვილად გამორჩეულია. ვფიქრობ, მომხმარებელი მოდელის შესაძლებლობებში თავადაც დარწმუნდა“.

Bridgestone-ის სტრატეგიული მიზანია, მომხმარებელთან ურთიერთობა პარტნიორობაში გადაიზარდოს. საქართველოში კი ამ პროცესს „თეგეტა მოტორსი“ უჭერს მხარს. Bridgestone ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ბრენდია, რომელმაც კავკასიის რეგიონში ბიზნესსაქმიანობა საქართველოდან და „თეგეტასთან“ პარტნიორობით დაიწყო. Bridgestone-ისა და „თეგეტას“ შორის პირველი გარიგება 1998 წელს შედგა. დღეს კი „თეგეტამ“ Bridgestone-თან პარტნიორობა კიდევ უფრო  გააფართოვა - საქართველოს შემდეგ, კომპანია მსოფლიო ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი რეგიონშიც გახდა.

--

„თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.