„თქვენი ბიზნესის უწყვეტი მოძრაობისთვის“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ ახალ მიმართულებას ქმნის. „თეგეტა ბიზნესი“ საგანგებოდ ბიზნესმომხმარებლებზეა ორიენტირებული და მიზნად ისახავს კორპორაციული მომხმარებლებისთვის სერვისის კიდევ უფრო მეტად განვითარებას.
,,თეგეტა ბიზნესი“-ს პირველი ახალი პროდუქტი განკუთვნილია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებიც ფლობენ ან მართავენ მსუბუქ, სატვირთო, სამშენებლო თუ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას და სურთ ოპერაციული ხარჯების შემცირება, სერვისის დიგიტალიზაცია და ავტოპარკის ეფექტიანი მართვა.
ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „ჩვენ კარგად გვესმის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელობა და როლი ქვეყნის ეკონომიკაში. სწორედ ამიტომ „თეგეტამ“, როგორც პასუხისმგებლობიანმა კომპანიამ, განავითარა ცალკე მიმართულება - „თეგეტა ბიზნესი“, რომელიც ბიზნესს ბევრად უფრო ეფექტიან ოპერირებასა და ხარჯების შემცირებაში დაეხმარება.
მოქნილი და სწრაფი თანამშრომლობისათვის შევქმენით საკომუნიკაციო არხები (www.tegetabusiness.ge; [email protected]; 226 44 44), სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ ან დაუკავშირდნენ სპეციალურად ამ მიმართულებაში შექმნილ საკონტაქტო ჯგუფს. ეს კი დაგვეხმარება ბიზნესის საჭიროებების სწორად განსაზღვრაში და მათზე მორგებული შეთავაზებების შექმნაში.
30-წლიანი გამოცდილება, მაღალი ნდობა საავტომობილო სექტორში და მრავალფეროვანი პორტფელი შესაძლებლობას გვაძლევს, სრულად ვუპასუხოთ მცირე და საშუალო მეწარმეების ბიზნესსაჭიროებებს. მათ შორის, შევთავაზოთ და ვმართოთ სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტი, მსუბუქი ავტომობილების ავტოპარკი თუ აგროტექნიკა, ამასთან ერთად, სალიზინგო მომსახურება, საავტომობილო პროდუქცია და სერვისი პერსონალიზებული პირობებით.
ვფიქრობთ, ეს ახალი ინიციატივა იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად. გვჯერა, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესების როლი ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია“.
ახალი მიმართულების მიზანია, გაამარტივოს, დააჩქაროს, ხარჯთეფექტური გახადოს და გააუმჯობესოს კორპორაციული ავტოპარკის მართვის პროცესები.
Tegeta for Business მომხმარებელს სთავაზობს:
„თეგეტა ბიზნესი“ მცირე და საშუალო ბიზნესებს მხარდამჭერ სპეციალურ შეთავაზებას უმზადებს და ჰპირდება, რომ საავტომობილო პროდუქტებთან მიმართებით ბაზარზე საუკეთესო ფასებსა და ავტოპარკის მართვის სრულიად ახალ და ინოვაციურ გამოცდილებას შესთავაზებს.
რატომ Tegeta for Business?
„თეგეტა ჰოლდინგი“ აგრძელებს ინოვაციებზე დაფუძნებული სერვისების განვითარებას და ქმნის ბიზნესგარემოს, სადაც ტექნიკური სანდოობა და ფინანსური გამჭვირვალობა მთავარი ღირებულებებია.
ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი „თეგეტა ჰოლდინგის“ გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც მეწარმეების ხელშეწყობა და ამით ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაა. „თეგეტა“ სერვისებისა და პროდუქტების მიმართულებით შეთავაზებებს უწყვეტად გააფართოებს. ისარგებლეთ Tegeta for Business-ის შეთავაზებებით და მართეთ ავტოპარკი ახალი სტანდარტებით.