სტატია
  1. "ვაგრძელებთ მუშაობას იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ირანი ბომბავს. არსებობს ახალი შეთანხმებები"
  2. "საქართველოს მშვენიერი მიუსაფარი ძაღლები ქვეყნის მაგიის ნაწილია. არ დაკარგოთ თქვენი მაგია. ჩვენ უნდა ვიყოთ მათი ხმა, ვისაც ლაპარაკი არ შეუძლია"
  3. "NATO მშიშარა აღმოჩნდა. შესაძლოა, ახალი NATO, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა დაგვჭირდეს"
  4. თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
  5. თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  6. "მშვიდობიანი დრო არ არსებობს. ჩვენ ომისთვის ვემზადებით"
  7. "სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა შეუძლებელია რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე"
  8. "დონალდ ტრამპს ვესაუბრე. კონსტრუქციული საუბარი და იდეების გაცვლა გვქონდა NATO-ზე, უკრაინასა და ირანზე"
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება - ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება - ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

12-13 მარტს ექსპო-ჯორჯია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს. თიბისის მხარდაჭერით, ღონისძიება უკვე მეორედ ჩატარდება, კონფერენციის ორგანიზატორები „ექსპო-ჯორჯია“ და საკონსულტაციო კომპანია Savvy არიან. საერთაშორისო გამოფენისა და ფორუმის მიზანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორის მხარდაჭერა და განვითარებაა. ღონისძიება გააერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო ლოგისტიკურ კომპანიებს, პორტებისა და რკინიგზის წარმომადგენლებს, საჰაერო გადამზიდავებს, საინვესტიციო და საფინანსო ინსტიტუტებს, ასევე იმპორტ–ექსპორტზე ორიენტირებულ ბიზნესებს.

ორდღიან ფორუმზე განხილული იქნება სექტორისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: შუა კორიდორის სტრატეგიული მნიშვნელობა, ზანგეზურის მარშრუტის განვითარება, სექტორის გამოწვევები, ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები და ციფრული ლოგისტიკის განვითარების დინამიკა.

ლოგისტიკის სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლად აქცევს, რაც ზრდის სატრანზიტო პოტენციალს და პირდაპირ აისახება ეკონომიკურ აქტივობაზე. სექტორის წილი მშპ-ში 6%-ს აღემატება და ბოლო წლებში სტაბილური ზრდით გამოირჩევა.

“თიბისისთვის ლოგისტიკა მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს - სექტორი აერთიანებს ბიზნესებს, რომლებიც მუშაობენ ექსპორტზე, უზრუნველყოფენ იმპორტს და აძლიერებენ საქართველოს როლს რეგიონულ ვაჭრობაში. მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერით, ვქმნით პლატფორმას დიალოგისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და ახალი პარტნიორობებისთვის, რაც სექტორის მდგრად და გრძელვადიან განვითარებას უწყობს ხელს. როგორც ფინანსური პარტნიორი, აქტიურად ვუჭერთ მხარს ჩვენს კლიენტებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ბიზნესის გაფართოებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში. შედეგად, თიბისის პორტფელი ლოგისტიკის სექტორში ბოლო 3 წელში 74%-ით გაიზარდა და 436 მილიონ ლარს შეადგენს”, - გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

„ბოლო წლებში ლოგისტიკის სექტორი საქართველოში სტაბილურად ვითარდება და ქვეყნისთვის სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ეს გახდა ჩვენი მთავარი მოტივაცია, როდესაც გასულ წელს პირველი გამოფენა და ფორუმი დავაფუძნეთ, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა. წლევანდელი ღონისძიება კი კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება.

დღეს ეს უკვე ყოველწლიური, დარგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, ინვესტორები და სფეროს პროფესიონალები იკრიბებიან, აზიარებენ გამოცდილებას და ერთობლივად უწყობენ ხელს ლოგისტიკის სექტორის განვითარებას როგორც საქართველოში, ისე მთელ რეგიონში,“ – რესან ქიქავა, “ექსპო ჯორჯია“ დირექტორი.

 

კონფერენციაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScAYw8yKWyEvzX5scqhf49Yi1_BXf2NusZpVggz4mTAJ8XoAg/viewform