სტატია
  1. “შუა დერეფანი და საქართველო” - თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა
  2. ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  3. ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
  4. თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
  5. "ყველანი შეთანხმდნენ, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ეს განხილვას არ ექვემდებარება!"
  6. „თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  7. თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
  8. მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
"თავდაცვის ძალებსა და სპეციალურ სამსახურებს დავავალე, წარმოადგინონ შესაძლო ფორმატები ჩვენი პასუხისთვის ამ დარტყმაზე“
სოც. მედია

"თავდაცვის ძალებსა და სპეციალურ სამსახურებს დავავალე, წარმოადგინონ შესაძლო ფორმატები ჩვენი პასუხისთვის ამ დარტყმაზე“

„უკრაინის თავდაცვის ძალებსა და სპეციალურ სამსახურებს დავავალე, წარმოადგინონ შესაძლო ფორმატები ჩვენი პასუხისთვის ამ დარტყმაზე“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ რუსების მიერ კიევზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შესახებ.

ზელენსკის თქმით, რუსმა სამხედროებმა ორი დღის განმავლობაში უკრაინაზე კომბინირებული იერიშები მიიტანეს.

უკრაინული მედიის ცნობით კი, ბოლო ორ დღეში რუსებმა 1 567 დრონი და 56 რაკეტა გაუშვეს, რის შედეგადაც ყველაზე მძიმე შედეგები იერიშებს კიევში მოჰყვა. საცხოვრებელ სახლზე დარტყმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, 45 კი დაშავდა. კიევში 15 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა.