სტატია
  1. ყაზახეთის პრეზიდენტმა კაცების ჩახუტება გააკრიტიკა და მათ მოუწოდა, მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლონ
  2. რუსი სამხედროები მობილიზაციისთვის მზადების წვრთნებს ატარებენ
  3. უკრაინა-რუსეთის ომი წლები გაგრძელდება, პუტინი ფსონს ჩამოდის, რომ რუსეთი უკრაინაზე დიდხანს გაძლებს
  4. თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
  5. ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
  6. საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება - თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
  7. მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  8. თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
თანამედროვე დანადგარები და ინსტრუმენტები ავტოსერვისისთვის „თეგეტა მოტორსში“
ბიზნესი

თანამედროვე დანადგარები და ინსტრუმენტები ავტოსერვისისთვის „თეგეტა მოტორსში“

მაღალი ხარისხის დანადგარები, სწორად ათვისებული სივრცე და მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებიც ავტოსერვისში მომუშავე ბიზნესის ხარისხსა და ეფექტიანობას განსაზღვრავს. მსხვილ კორპორაციებს, საშუალო თუ მცირე ბიზნესს - ყველას, ვისაც მსგავსი მომსახურება სჭირდება, თეგეტა მოტორსი სრულ სერვისს სთავაზობს. საქმე მთელ სისტემას ეხება და საჭირო დანადგარების მიწოდებას, სივრცის დაგეგმარებას, მონტაჟს, საგარანტიო მომსახურებასა თუ სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას მოიცავს.

იოსებ სუხიტაშვილი, „თეგეტა მოტორსისდანადგარების მიმართულების უფროსი პროდუქტოფიცერი: ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც მსხვილი კორპორაციული სეგმენტი, რომელიც დიდ ავტოპარკს მართავს, ისე მცირე და საშუალო ავტოსერვისები. ამასთანავე, ხელს ვუწყობთ ინდივიდუალურ მეწარმეებს და ფიზიკურ პირებსაც, რომლებსაც საკუთარი სახელოსნოს მოწყობა სურთ.

რაც შეეხება უშუალოდ დანადგარებს, ამ მიმართულებით მომხმარებელს სრულ სპექტრს ვთავაზობთ. მათ შორის, საავტომობილო ამწეებს, ვულკანიზაციის დანადგარებს, საავტომობილო რობოტებს, სამღებრო კამერას, დიაგნოსტიკის მრავალფეროვან სისტემას, ჰაერის კომპრესორს, შედუღების აპარატებს, სპეცინსტრუმენტებსა და სამრეცხაო პორტალებს. ეს დანადგარები განკუთვნილია როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისთვის. თითოეულს ექსკლუზიური პარტნიორებისაგან ვიღებთ. ყველა მათგანი პრემიუმ ბრენდია დათეგეტა მოტორსიმათთან თანამშრომლობის არაერთ წელს ითვლის.

საუბარია ისეთ მსოფლიო მწარმოებლებზე, როგორებიც არიან ამერიკული Hunter, დიაგნოსტიკის აპარატების მწარმოებელი კომპანია Texa, ასევე გერმანული Christ, რომელიც სამრეცხაო პორტალებს გვაწვდის. ჩამონათვალშია ასევე Nussbaum, Hofmann, OMCN, Teco, Gis, Telwin, Flexbimec, Filcar, Cattini, Milwaukee, Toptul და Launch“.

ავტოსერვისისთვის საჭირო ტექნიკური ბაზის მოწყობა, მაღალი ხარისხის, თანამედროვე დანადგარებთან ერთად, სწორი ტექნოლოგიური ეკოსისტემის შექმნას გულისხმობს. ეს კი, თავის მხრივ, სამუშაო ზონის შესაბამისად აღჭურვასა და ტექნიკის სათანადოდ გადანაწილებას მოითხოვს. „თეგეტა მოტორსი“, რომელსაც საავტომობილო სექტორში 30-წლიანი გამოცდილება აქვს, მომხმარებელს სრულ ტექნიკურ გადაწყვეტას სთავაზობს - მოწყობილობების მიწოდებით, მონტაჟითა და კონსულტაციით.

იოსებ სუხიტაშვილი, „თეგეტა მოტორსისდანადგარების მიმართულების უფროსი პროდუქტოფიცერი: ჩვენი კვალიფიციური ტექნიკოსები მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურებიან. შეკვეთის მიღებიდან მაქსიმუმ 48 საათში გავდივართ ადგილზე, შევისწავლით სივრცეს და ვიწყებთ დაგეგმარებას. მომხმარებელს დეტალურად ვურჩევთ, მაგალითად, სად უნდა დააყენოს ამწე, რობოტი თუ თვლების შეყრის აპარატი, მოკლედ, ხდება სამშენებლო ნაწილის სრული დაგეგმარება, რაც შემდეგ შეუფერხებელ და მაქსიმალურად ეფექტიან სამუშაო პროცესზე აისახება. ცხადია, ყველაფერი წესებისა და უსაფრთხოების ნორმების აბსოლუტური დაცვით ხდება.

ამასთან ერთად, მომხმარებელი იღებს გარანტიას (საშუალოდ, 2-3 წელი), თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მათ მხარდაჭერას ვაგრძელებთ“.

დანადგარების მიწოდება-მონტაჟისას განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების კომპონენტს ენიჭება. კომპანიაში აცხადებენ, რომ გამართული სერვისი, გამოცდილებასთან ერთად, მუდმივ განვითარებას ეფუძნება. სწორედ ამიტომთეგეტა მოტორსისტექნიკური ჯგუფები ინტენსიურ ტრენინგებსა და მომზადებას უშუალოდ მწარმოებლის ქარხნებში გადიან. სანამ ახალი დანადგარი მომხმარებლამდე მივა, მას ჰოლდინგის თანამშრომლები დეტალურად სწავლობენ. ეცნობიან ინფორმაციას როგორც პროდუქტის შესაძლებლობების, ისე მისი მონტაჟისა და ექსპლუატაციის წესების შესახებ. ასევე, აქვთ მუდმივი მხარდაჭერა პარტნიორი ბრენდებისგან და, აუცილებლობის შემთხვევაში, მათგან დისტანციურ დახმარებას იღებენ.

საავტომობილო სერვისისათვის საჭირო დანადგარების გარდა, „თეგეტა მოტორსისშეთავაზებაშია სასაწყობე ტექნიკა. უკვე ხუთი წელია, კომპანია ამ მიმართულების განვითარებაზე ზრუნავს და მომხმარებელს ელექტროდამტვირთველებით, ელექტროშტაბელიორებით, ხელისა და ელექტროურიკებით, დასუფთავების აპარატებითა და სტელაჟებით ამარაგებს. ამ შემთხვევაშიც საწყობისათვის საჭირო პაკეტი მსოფლიო ბრენდების აღჭურვილობასა და გარანტიას ითვალისწინებს.  

თეგეტა მოტორსიინდივიდუალურ საჭიროებებს სრულად ერგება და ბაზაში არსებულ ტექნიკასთან ერთად, მომხმარებელს სასურველი აპარატურის თუ დანადგარის შერჩევასა და იმპორტს სთავაზობს. საუბარია როგორც საავტომობილო, ისე სასაწყობე დანადგარებზე.

წლის ჭრილში, ჰოლდინგი 100-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა B2B მომსახურება. კომპანიაში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში უფრო მეტი ციფრული კომპონენტის დანერგვა-განვითარება იგეგმება, რაც კომპანიის სერვისს უფრო მოქნილსა და ეფექტურს გახდის.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიათეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.