სტატია
  1. "ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ საქართველოს ხალხს ეროვნულ დღესასწაულს"
  2. ვაშინგტონში მერმა 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა
  3. "ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გულითადად ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!"
  4. დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
  5. "პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც აღარ შეუძლია - ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
  6. "ამ მოვლენებს უახლოეს მომავალში „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის განხორციელების შედეგად ვიხილავთ"
  7. "თავდამსხმელი ლიკვიდირებულია თეთრი სახლის ჭიშკართან საიდუმლო სამსახურის აგენტებთან ორმხრივი სროლის შემდეგ"
  8. თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ - დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ - დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ ერთ-ერთი იმ კომპანიათაგანია, რომელმაც წლების განმავლობაში, საკუთარი გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და სანდოობით  ბაზარზე ლიდერი პოზიციის დაკავება შეძლო. კომპანია 2012 წელს დაფუძნდა, როგორც დასუფთავების სერვისის მიმწოდებელი და ის სხვადასხვა ორგანიზაციასა და კომპანიას ემსახურებოდა.

პრაქტიკამ და ბაზრის მოთხოვნამ ახალი გზები გახსნა - სწორედ ასე დაიწყო ,,სითი მენეჯმენტ გრუპის’’ ტრანსფორმაცია სრულფასოვან მენეჯმენტ კომპანიამდე.

„დასუფთავების იდეა ჩემს მეგობარს გაუჩნდა და ასე დავიწყეთ. პირველი გამოცდილება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, საქმიანობა უფრო მასშტაბურად გაგვეგრძელებინა. დღეს ,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ აუთსორსზე დასუფთავების მიმართულებით 50-მდე მსხვილ კომპანიას და 26 საცხოვრებელ კომპლექსს ემსახურება. უზრუნველყოფს ათასობით მაცხოვრებელს მიაწოდოს  ხარისხიანი და გამართული მომსახურება“, - ამბობს ნიკა ჯორბენაძე, ,,სითი მენეჯმენტ გრუპის’’ დამფუძნებელი.

2017 წლიდან კომპანიის საქმიანობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა: დასუფთავების სრულ მომსახურებას, რაც გულისხმობს ნებისმიერი ტიპის ობიექტის გენერალურ თუ რემონტის შემდგომ დალაგებას, როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირებისთვის, დაემატა საცხოვრებელი კომპლექსების მოვლის სერვისი — მათ შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტექნიკური მხარდაჭერა, ლიფტებისა და აუზების მომსახურება, საერთო სივრცეების მოვლა და სხვა აუცილებელი სამუშაოები.

ნიკას თქმით, ,,სითი მენეჯმენტ გრუპის’’ ყველაზე დიდი უპირატესობა გამოცდილებაა. „ალბათ, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც საქართველოში საცხოვრებელი კომპლექსების მომსახურება დაიწყო.  ვფიქრობ, სანდოობა - ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა”.

მნიშვნელოვან როლს კომპანიის განვითარებაში თიბისისთან თანამშრომლობაც ასრულებს.  როგორც ნიკა ამბობს, თიბისის სახელფასო სერვისები და საკრედიტო ხაზი დიდი კომფორტია, განსაკუთრებით იმ მხრივ, რომ უზრუნველყოფილია სტაბილური ფინანსური ციკლი - თანამშრომლებს ხელფასი დროულად ერიცხებათ, ხოლო კომპანიას შესაძლებლობა აქვს, ოპერაციული პროცესები შეუფერხებლად წარმართოს.

დღეს ,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ თბილისის მასშტაბით ფართო ქსელით მუშაობს, ხოლო ბათუმში მცირე, მაგრამ მზარდი რესურსით არის წარმოდგენილი. კომპანიის მთავარი მიზანი მომავალშიც იგივე რჩება  - განვითარდეს, განავითაროს მომსახურების ხარისხი და კიდევ უფრო მეტი საცხოვრებელი კომპლექსისთვის გახდეს სანდო პარტნიორი.