სტატია
  1. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  2. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  3. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  4. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  5. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  6. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  7. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  8. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
სიახლე თიბისის მობაილბანკში - ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
ბიზნესი

სიახლე თიბისის მობაილბანკში - ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

თიბისიმ, მცირე და საშუალო ბიზნესების ყოველდღიურობის გასამარტივებლად,  მობაილბანკში ახალი ფუნქციონალი დანერგა.

ტენდერში მონაწილე კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ელექტრონული სატენდერო გარანტია ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე, ონლაინ, მობაილბანკიდან მიიღონ. გარანტიის მისაღებად კი, ფინანსური ანალიზი და უზრუნველყოფა საჭირო არ არის.

პროცესი სწრაფია და სრულად ციფრული. კომპანია განაცხადს თიბისის მობაილბანკში ავსებს. ხელშეკრულების გაფორმება და ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო გარანტიის კოდის მიღება, განაცხადის დაფიქსირებიდან 30 წუთშია შესაძლებელი.

თიბისის მობაილბანკიდან ელექტრონული სატენდერო გარანტიის მაქსიმალური მოცულობა 15 000 ლარს შეადგენს. ახალი ფუნქციონალი ბიზნესს, დროსთან ერთად, ფულად რესურსსაც უზოგავს. ციფრულად გარანტიის მიღება კომპანიებს განახევრებული ტარიფით და 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით შეუძლიათ.

განაცხადის შესავსებად, ეწვიეთ ბმულს: ‎https://tbc-business.onelink.me/Ierb/ElGuaranteeProcess-sms