სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა ახალი სასწავლო შენობა გახსნა
  2. PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
  3. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 150 სამხედრო დაკარგა
  4. სავალუტო შემოდინებები შენელდა, თუმცა ლარი სტაბილური რჩება
  5. თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი - უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში
  6. გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  7. პარტიზანული მოძრაობა „ატეშის“ წევრებმა რუსეთში, სამარის ოლქში კავშირგაბმულობის ანძები გაანადგურეს
  8. თიბისიმ, ADB-ისა და IFC-ის მხარდაჭერით, ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა
შსს-ში აცხადებენ, რომ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული გახსნეს
სამართალი

შსს-ში აცხადებენ, რომ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული გახსნეს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით ახლადგამოვლენილი გარემოებების შედეგად, 2014 წლის 26 იანვარს მომხდარი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული გახსნა.

კერძოდ, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის ფაქტი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 26 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა პირებმა: 1985 წელს დაბადებულმა - დ.მ.-მ და 1983 წელს დაბადებულმა - მ.რ.-მ, შურისძიების მოტივით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, ცივი იარაღის გამოყენებით მოკლეს თანასოფლელი, 1950 წელს დაბადებული - რ.დ.

განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ, გაიტაცეს მოკლული რ.დ-ს ავტომანქანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთ პირს დ.მ.-ს, რომელიც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე იხდის სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში, ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინა. რაც სასჯელის სახით ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მისი თანამზრახველი მ.რ. კი 2020 წელს ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა“ - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.