სტატია
  1. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  2. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
  3. თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
  4. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
  5. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
  6. „თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  7. თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
  8. თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
შსს-ს ცნობით, ამოღებულია 50 მილიონის ღირებულების 200 კილო ჰეროინი
პოლიტიკა

შსს-ს ცნობით, ამოღებულია 50 მილიონის ღირებულების 200 კილო ჰეროინი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 200 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღეს. ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 50 მილიონს აღემატება.

აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული მ.ბ.

სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილიდან, რომელიც დატვირთული იყო „თევზის საკვებით“, ნანახი და ამოღებულია ტვირთში დამალული 8 ტომარა, რომელშიც 200 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ იყო მოთავსებული“ - შსს-ს განცხადება.