სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა ახალი სასწავლო შენობა გახსნა
  2. PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
  3. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 150 სამხედრო დაკარგა
  4. სავალუტო შემოდინებები შენელდა, თუმცა ლარი სტაბილური რჩება
  5. თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი - უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში
  6. გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  7. პარტიზანული მოძრაობა „ატეშის“ წევრებმა რუსეთში, სამარის ოლქში კავშირგაბმულობის ანძები გაანადგურეს
  8. თიბისიმ, ADB-ისა და IFC-ის მხარდაჭერით, ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა
შსს-მ გირჩი მეტი თავისუფლებას წევრი, გელა ხასაია დააკავა
პოლიტიკა

შსს-მ გირჩი მეტი თავისუფლებას წევრი, გელა ხასაია დააკავა

შსს-მ გირჩი მეტი თავისუფლებას წევრი, გელა ხასაია დააკავა. შსს-ს განცხადებით, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მას 3-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, იმავე მუხლით ასევე დაკავებულია 1998 წელს დაბადებული ვ.ქ. თუმცა, ხასაიას ადვოკატი, ზეწოლაზე და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.

„იყო მთელი რიგი ფსიქოლოგიური ზეწოლა, მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა გრძელდებოდა იმ დროის განმავლობაში, რა დროსაც ის იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში.

საგულისხმო ეპიზოდია ისიც, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა მიმართა: ხომ დაჰპირდა, რომ დააკავებდა ასე, სისხლის სამართლის წესით" - ადვოკატი ომარ ურცელაძე გელა ხასიას დაკავების დეტალებზე.